“ამ ვიდეოს გამოქვეყნება აკრძალული იყო – ეს ძალიან დიდი ზარალია რუსებისთვის” – ვანო ნადირაძე

ში მყოფი ქართველი მებრძოლი, ვანო ნადირაძე, ავრცელებს ვიდეოს და წერს:
ამ ვიდეოს გამქვეყნება გარკვეული პერიოდი აკრძალული იყო, ეხლა ხსნილია. მოკლედ არის ესეთი რადიო-ელექტრონული ბრძოლის კომპლექსი ( РЕБ) ” ПОЛЕ 21″ . ეს არის მართლაც სუპერ თანამეროვე რუსების კომპლექსი, რომელსაც შეუძლია 25 კილომეტრის რადიუსში ყველაფერი ჩაახშოს , უპილოტოები, ჰაიმარსი დამიზნება, ხელოვნური თანამგზავრის ჯიპესის და სტარლინგის სიგნალები, ამერიკული სადაზვერვო თვითმფრინავის მოქმედება რომელიც ამ მიმართულებით სულ ჰაერშია და ასე შემდეგ. როცა ეს კომპლექსი გადაადგილება მას იცავს როს გვარდიის საუკეთესო სპეცნაზი თავის გადასატანი ჰაერსაწინააღმდეგო კომპლექესბით. მოკლედ ძალიან ძნელია მისი განადგურება,უფრო სწორედ იყო. ხოდა ეს კომპლექსი აღმოაჩინა ხერსონის მარცხენა სანაპიროზე სსო-მ ( სპეციალური ოპერაციების ძალები) მოკლედ დააჯდა ჩვენი უპილოტო სადაზვერვო “შარქი” და გადაადგილებისას შემთხვევით გამოიჭირა ბენზინ გასამართ სადგურზე , დანარჩენს ვიდეოში ხედავთ რაც მოხდა ჰაიმარსის მოხვედრის შემდეგ. საქმე იმაშია რომ კიდევ განადგურდნენ უმაღლესი კლასის სპეციალისტები ,რადიო ინჟინრები, ისეთები რომლებსაც გაზეთში განცხადებით არ ეძებენ სამსახურისთვის. ეს ძალიან დიდი ზარალია რუსებისთვის, რაც მთავარია ჩვენ გაგვიადვილდა უკვე მოქმედება ამ მიმართულებით. დიდება ჩვენ სამშობლოს და დიდება უკრაინას.
http://