ამ “ენჯეო”-ებმა გაგვიმწარეს ცხოვრება, ჩემთვის კანონია და მაგათთვის კანონი არ არის? – რამაზ იოსელიანი

ამ “ენჯეო”-ებმა გაგვიმწარეს ცხოვრება, ჩემთვის კანონია და მაგათთვის კანონი არ არის? – რამაზ იოსელიანი
მსახიობი რამაზ იოსელიანი აცხადებს, რომ არასამთავრობო სექტორის ხარჯები გამჭვირვალე უნდა იყოს და საზოგადოებას სრული ინფორმაცია უნდა ჰქონდეს, რაში იხარჯება გრანტები.
მისი თქმით, მიუღებელია, კანონი მხოლოდ არასამთავრობო სექტორს არ ავალდებულებდეს ხარჯების წარმოდგენას, შესაბამისად, მმართველი გუნდის მიერ ინიციირებულ “გამჭვირვალობის კანონპროექტს” ემხრობა.
“მე დადებითი პოზიცია მაქვს. ხომ უნდა კონტროლდებოდეს, ამდენ ხანს შეიძლება ასეთი განუკითხაობა? ამ ენჯეოებმა გაგვიმწარეს ცხოვრება, შეიძლება ასე? მე რომ ვიყავი სამხატვრო ხელმძღვანელი, მოდიოდნენ ყოველ კვირას და მეუბნებოდნენ, წარმოგვიდგინეთ საბუთები, სად რა დახარჯეთ. მე ვალდებული ვიყავი, 10 დღეში მათთვის ჩამებარებინა აბსოლუტურად ყველაფერი, ჩემი ხარჯები და მათ რომ ჰკითხოთ და მოითხოვოთ, მოგცემენ ხარჯებს, საიდან აქვთ ფული, ან ვინ აძლევს ან რაში იხარჯება? ჩემთვის კანონია და მაგათთვის კანონი არ არის?” – განაცხადა რამაზ იოსელიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

“თუ იმედი აქვთ, რომ არჩევნების გზით შეუძლიათ ცვლილების მიღწევა, რატომ უპირისპირდებიან ასე „გამჭვირვალობის კანონს“? არჩევნებში წარმატების შემთხვევაში, შეუძლიათ თავისუფლად გააუქმონ ან შეცვალონ” – არჩილ თალაკვაძის კომენტარი ოპოზიციის შესახებ

“ეს კანონმდებლობა ემსახურება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებას და იცავს ჩვენს დემოკრატიას და პოლიტიკურ სისტემას ნებისმიერი გარე ჩარევისგან” – არჩილ თალაკვაძის განცხადება

ფოჩხუა: მაშინ როცა, ევროპაში და ამერიკაში მჯდომარე მომიტინგეებსაც კი სასტიკად უსწორდება პოლიცია, იტალიის ვიცე-პრემიერი გმობს საქართველოში ძალადობას დემონსტრანტების მისამართით-სასაცილოა