“ამ დროს, “ღიპიანი”, ძუნძგლიანი მოპოლიციო კაცი რომ ვცემო, – დამნაშავე ვიქნები?!” – ხაბეიშვილი

ნაცინალური მოძრაობის ერთ–ერთი ლიდერი, :
აჯაჯულ-დაჯაჯული, შავი ქურთუკით, “კაპიუშონით”, გაქუცული ჯინსებით მორბის 10-15 ნიღბიანი და გიტაცებს. როგორ უნდა გავარკვიო, რომ პოლიციაა?! – არც ფორმა, არც პოლიციელის ქუდი, არც რაიმე ნიშანი და თან რაღაც “ჰონდას” მარკის ავტომობილში გტენის – ეს როგორ არის კანონიერი?! ან რა საერთოდ აქვს ამას სამართალთან?! სად წაიკითხეთ?! სად ისწავლეთ?! სად გაიზარდეთ?!
ამ დროს რომ ვიფიქრო თავს მესხმიან, ასეთიც უამრავი მოხდა ამ თვეების განმავლობაში და დავიწყო წინააღმდეგობას გაწევა, მინიმუმ ერთი “ღიპიანი”, ძუნძგლიანი მოპოლიციო კაცი ვცემო, რა თქმა უნდა აუცილებელი მოგერიების პირობებში, თავი დავიცვა – დამნაშავე ვიქნები?! ნებისმიერი 10-15 “ძნეყვი” თუ გამომეკიდება უნდა ვიფიქრო პოლიციაა, გამიხარდეს და ჩავუხტე ავტომობილ “ჰონდა” რაღაცაში?!
ქუჩებში, ხალხში შიშის დათესვა გწყურიათ და ეგ სურვილი მოგინელებთ! ფრთხილად იყავით აჯაჯულ-დაჯაჯულო მილიციელებო, მუდმივი არაფერია და აუცილებლად მოვა თქვენისთანების განკითხვის დღეც!

ასევე დაგაინტერესებთ

შვედეთის საელჩო – ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ საქართველოს სულიერი მამის გარდაცვალების გამო – მისი უწმინდესობის მემკვიდრეობა დარჩება როგორც რწმენის, სიყვარულისა და მშვიდობის მაგალითი

უჩა ნანუაშვილი – ეს არის დიდი აბსურდი, როცა უფლებადამცველს უსაფრთხოების სამსახურში იბარებენ იმის გამო, რომ „მოსკოვის მექანიზმის“ ექსპერტს ინფორმაცია მივაწოდეთ იმ მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომელიც ქვეყანაშია

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა