“ამ დრომდე აღმოჩენილი არაფერია” – სუს-ი თბილისის სკოლებზე ტერაქტის მუქარას სწავლობს

რადიოს თავისუფლების ცნობით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თქმით, ამჟამად შეისწავლიან ცნობას, რომ 22 აპრილს თბილისის სკოლებზე ტერაქტი იგეგმებოდა. მედიის ცნობით, უწყებაში ამბობენ, რომ რეაგირება მცირე ხნის წინ დაიწყეს და ამ დრომდე “აღმოჩენილი არაფერია”.
როგორც გამოცემა წერს, მათ სუს-ში უთხრეს, რომ ინფორმაცია ერთ-ერთ სკოლაში იარაღის აღმოჩენის შესახებ ყალბია.
ამას გარდა, როგორც რადიო თავისუფლება წერს, საქმის კურსშია განათლების სამინისტროც.
აქამდე სოციალურ ქსელ ტელეგრამზე გაჩნდა რუსულენოვანი არხი, რომელზეც ანონიმური პირები წერდნენ, რომ თბილისში 22 აპრილს რამდენიმე სკოლაზე თავდასხმას გეგმავდნენ.
მსგავსი პოსტები გასულ თვეებში ს სკოლებთან და სავაჭრო ცენტრებთან დაკავშირებითაც გავრცელდა. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ეს ინფორმაციებიც სიცრუე იყო, რასთან დაკავშირებით სუს-მა მაშინ განცხადებაც გააკეთა.