“ამ ბიზნესმენებმა არჩევანი უნდა გააკეთონ, ჩაყვებიან ივანიშვილს რუსულ ჭაობში, თუ ქართველი ხალხის მხარეს დადგებიან” – საბა ბუაძე

“ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, საბა ბუაძის თქმით, გამოჟონილ სიაში მყოფმა ადამიანებმა – საუბარია სანქცირების მოლოდინში მყოფ ივანიშვილის გარემოცვის წევრებზე, რომელთა სია მარკო რუბიოს მაგიდაზე უდევს, ახლა უნდა გადაწყვიტონ, ჩაყვებიან “ივანიშვილს რუსულ ჭაობში, თუ ქართველი ხალხის მხარეს დადგებიან”
გამოჟონილ სიაში მყოფი ადამიანების ნაწილი წარმოადგენენ ბიზნესს. ისინი ივანიშვილთან ერთად ჩვენი სახელმწიფოს ხარჯზე შოულობენ ფულს, თუმცა არის მეორე ნაწილი, რომელსაც ახლა არჩევანი აქვს გასაკეთებელი, ჩაყვებიან ივანიშვილს რუსულ ჭაობში, თუ ქართველი ხალხის მხარეს დადგებიან და დაუჭერენ მხარს იმ ერთადერთ გამოსავალს, რომელსაც შეუძლია ამ ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა. ეს არის ახალი და ეს არის საქართველოს ევროპული მომავლისთის ბრძოლა”, – აცხადებს საბა ბუაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – 3-4 თვის წინ კობახიძეს და კალაძეს ილუზია გაუჩნდათ, რომ ივანიშვილი გაწეულია და შეუძლიათ აკეთონ ის, რაც სურთ, თუმცა ალიევთან შეხვედრაზე გამოჩნდა, ვინ არის ამ ქვეყნის პატრონი – რეალობას, რომელშიც ქვეყანა ცხოვრობს, ფარდა აეხადა!