ამჯერად მანქანას გადააფრინდა – მაკ მაკლანგი NBA-ის ჩატენვების კონკურსის გამარჯვებული ზედიზედ მესამედ გახდა [VIDEO]

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში, კერძოდ ქალაქ სან ფრანცისკოში, ALL STAR-ის კონკურსები გაიმართა. ჩატენვების შეჯიბრის გამარჯვებული ზედიზედ მესამედ მაკ მაკლანგი (ორლანდო მეჯიქი) გახდა.
მაკლანგის კონკურენტები სტეფონ ქასლი (სან ანტონიო სპურსი), ანდრე ჯექსონ ჯუნიორი (მილუოკი ბაქსი) და მატას ბუზელისი (ჩიკაგო ბულზი) იყვნენ.
“ორლანდოს” უკანახაზელი, რომელიც ძირითადად G ლიგაში ასპარეზობს, გახდა NBA-ის ისტორიაში პირველი კალათბურთელი, რომელმაც ჩატენვების კონკურსი ზედიზედ მესამედ მოიგო, აღნიშნული ჯილდო სამჯერ მის გარდა მხოლოდ ერთ კალათბურთელს, ნეიტ რობინსონს აქვს მოგებული, 1.75 სმ სიმაღლის გამთამაშებელმა ამის გაკეთება 2006, 2009, 2010 წლებში მოახერხა.
ტრადიციულად, გაიმართა სამქულიანების კონკურსიც, რომლის გამარჯვებულიც “მაიამი ჰიტის” მსროლელი ტაილერ ჰირო გახდა, მან ფინალში “გოლდენ სტეიტის” კალათბურთელ ბადი ჰილდს, 1 ქულით აჯობა.
შეგახსენებთ, ALL STAR-ის მთავარი და დასკვნითი მატჩი ხვალ, 17 თებერვალს, თბილისის დროით 06:10 საათზე დაიწყება. ტურნირის კვირეულს ამჯერად, Chase Center-ი მასპინძლობს.