ამჯერად გეპატიჟებითო, ოღონდ ნატოში კი არა ღონისძიებაზეო… გასაგებია, რომ ჩვენი იქ არ ყოფნით ნატო დიდად არ დაზარალდება, მაგრამ რუსეთს კი ნამდვილად გაუხარდება – ოპოზიციაც სიამოვნებით მოისრისავს ხელებს

ამჯერად გეპატიჟებითო, ოღონდ ნატოში კი არა ღონისძიებაზეო… გასაგებია, რომ ჩვენი იქ არ ყოფნით ნატო დიდად არ დაზარალდება, მაგრამ რუსეთს კი ნამდვილად გაუხარდება – ოპოზიციაც სიამოვნებით მოისრისავს ხელებს
ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი -ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო'ბრაიენის განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, “საქართველო და ყველა პარტნიორი ნატო-ს პარტნიორობის ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად იქნება მოწვეული” და ამ განცხადებას ცინიზმის გამოხატულებას უწოდებს.
მისი თქმით, გასაგებია, რომ საქართველოს ნატო-ს პარტნიორობის ღონისძიებაზე არ ყოფნით ნატო დიდად არ დაზარალდება, მაგრამ რუსეთს კი ნამდვილად გაუხარდება და ოპოზიციაც სიამოვნებით მოისრისავს ხელებს.
„ნატოში უკრაინის ვითომდა მომავალში შესვლის გამო უკრაინაში შეიჭრა, მერე აღმოჩნდა, რომ ისედაც არავინ არ იღებს მათ ნატოში. უკრაინას რამდენჯერმე უთხრეს ნატო დაივიწყოს მანამ… სანამ რუსეთს ომში არ დაამარცხებს! ისე ნატოს წევრებს და წევრობის მოსურნეების უმეტესობას (99.9%) რუსეთისგან თავდასაცავად სჭირდებათ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი და უკრაინამ თუ დაამარცხა, მაშინ რა ვიცი სჭირდებათ ნატო? მოკლედ დიდი ცინიზმია. ამ ცინიზმის გამოხატულებაა ჩვენს მიმართ დამადლებით გამოთქმული განცხადება – “საქართველო და ყველა პარტნიორი ნატო-ს პარტნიორობის ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად იქნება მოწვეული” – განაცხადა -ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო'ბრაიენმა. ამ განცხადებით რას გვეუბნებიან? ამჯერად გეპატიჟებითო, ოღონდ ნატოში კი არა ღონისძიებაზეო… გასაგებია, რომ ჩვენი იქ არ ყოფნით ნატო დიდად არ დაზარალდება, მაგრამ რუსეთს კი ნამდვილად გაუხარდება – ოპოზიციაც სიამოვნებით მოისრისავს ხელებს… ახლა კი ყველა დაფიქრდეს ჩვენთან მედიდურობით და დამადლებით საუბარი ვის წისქვილზე ასხამს წყალს?“ – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა