ამორიმი “ლივერპულის” ჩაბარებასთან ახლოსაა

დიდი ალბათობით, სეზონის დასრულების შემდეგ “ლივერპულს” რუბენ ამორიმი ჩაიბარებს, ამის შესახებ Sky Sports-ი იტყობინება.
წყაროს ცნობით, პორტუგალიელმა “სქაუზერების” წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები უკვე გამართა და მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან.
თუ “მერსისაიდელები” არჩევანს 39 წლის სპეციალისტზე გააკეთებენ, მაშინ ბრიტანელებს პორტუგალიელის “სპორტინგიდან” კონტრაქტის გამოსყიდვა 10 მილიონ ევროდ მოუწევთ.
ცნობილია, რომ “ლივერპული” იულიან ნაგელსმანის, რობერტო დე ძერბის, პეპ ლაინდერსისა და ჩაბი ალონსოს კანდიდატურებსაც განიხილავს, თუმცა ამორიმი ამ მომენტისთვის მთავარი ფავორიტია.
მისი გაწვრთნილი “სპორტინგი” ამ დროისთვის პორტუგალიის ჩემპიონატს 71 ქულით ლიდერობს და მეორეადგილოსან “ბენფიკას” 4 ქულით
უსწრებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში