“საქმიანი ტურიზმი, ამ ეტაპზე, არა მხოლოდ დაზარალდა, არამედ სრულიად წარმოუდგენელი დარტყმა მიიღო” – ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის გავლენას ტურიზმზე BMGTV-ის ეთერში BTL Georgia-ს დამფუძნებელი და ბიზნესგანვითარების დირექტორი აფასებენ. როგორც მათ გადაცემაში “საუბრები ავიაციაზე” აღნიშნეს, არსებული ვითარება მნიშვნელოვნად აფერხებს როგორც საქმიან, ისე ტრადიციულ ტურიზმს.