„ამიტომ მეზიზღება ყველა ოპოზიციური ძალა, რომელიც რეჟიმის თარგზე მოჭრილი და კოლექტიურ სოფო ჯაფარიძეებს აიძულებს ბელადის “ტუფლები” ატაროს სასოებით…“ – თამარ ჩერგოლეიშვილი

„ამიტომ მეზიზღება ყველა ოპოზიციური ძალა, რომელიც რეჟიმის თარგზე მოჭრილი და კოლექტიურ ებს აიძულებს ბელადის “ტუფლები” ატაროს სასოებით…“ –
„ევროპული საქართველოს“ წევრი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„ალბათ ყველამ იხილეთ სიყალბის გამავრცელებელი საჯარო მოხელეები – თითქმის ყველა მუნიციპალიტეტის თანამშრომლები აზიარებდნენ რეჟიმის მიერ დავალებულ ყალბ გზავნილს.
წესიერი ადამიანები დამეთანხმებით, რომ სიყალბის გამავრცელებლები საზიზღრები არიან.
ზოგადად საზიზღარია ადამიანი, რომელიც საკუთარი ნებით თმობს ღირსებას და უსიტყვო, მორჩილ შემსრულებლად გადაიქცევა.
მაგრამ ამ ადამიანების საზიზღრობას მახინჯი პოლიტიკური სისტემა განაპირობებს, რომელიც ტოტალიტარული ტრადიციის შესაბამისად, ამ ადამიანებს საკუთარ ნებას და ძალას ართმევს, ინიციატივას სჯის და ცენტრის მორჩილებად ხდის.
ეს ხალხი არ არის ანგარიშვალდებული საკუთარი მეზობლების, უბნელების, თანაქალაქელების, თანასოფლელების წინაშე.
მათ თანამდებობებზე რეალურად არ ნიშნავს ამომრჩეველი.
მათი ძალაუფლების წყარო თავკომბალა ცენტრია რომელსაც ავტორიტარული ძალა აზის.
ეს ხალხი ზემოთ იყურება – ეს ხალხი ვერ ხედავს გვერდზე, წინ, და უკან რა ხდება, იმიტომ რომ ბრძანება ზემოდან მოსდის და არა ამომრჩევლისგან.
იმისთვის, რომ ეს საზიზღრობა და უღირსობა დასრულდეს, სისტემა უნდა შეიცვალოს.
სისტემა უნდა ამოყირავდეს.
სისტემა უნდა დაეფუძნოს სუბსიდიარობის პრინციპს და ქვემოდან ზემოთ აიგოს, თუ ამომრჩევლის წინაშე ანგარიშვალდებულების ტრადიციის დანერგვა და მსგავსი საზიზღრობების თავიდან აცილება გვინდა.
ამიტომ მეზიზღება ყველა ოპოზიციური ძალა, რომელიც რეჟიმის თარგზე მოჭრილი და კოლექტიურ სოფო ჯაფარიძეებს აიძულებს ბელადის “ტუფლები” ატაროს სასოებით, რომ მისი წყალობით საპარლამენტო სიაში მოხვდეს.
ამიტომ მეზიზღება ყველა ოპო ჟურნალისტი, რომელიც ნაცვლად საჯარო ინტერესის სამსახურისა, თავისუფალ კონკურენციას ზღუდავს და პატრონის უნიჭო ფავორიტებს ალაპარაკებს.
ამიტომ მიმაჩნია ჩასარეცხად რეჟიმიან, ოპოზიციიანად ყველა, ვინც ამ მახინჯ სისტემას ახალისებს და აძლიერებს.
და აი ამიტომ ჩავრეცხავთ, თუ ამ ქვეყანას სიკეთე უწერია.“