ამის შემდეგ თუ ვინმეს კიდევ რამეზე კითხვა რჩება “დიფ სთეითთან თუ მის აგენტურასთან დაკავშირებით, მან საკუთარ თავს დააბრალოს

ამის შემდეგ თუ ვინმეს კიდევ რამეზე კითხვა რჩება “დიფ სთეითთან თუ მის აგენტურასთან დაკავშირებით, მან საკუთარ თავს დააბრალოს
“ამის შემდეგ თუ ვინმეს კიდევ რამეზე კითხვა რჩება “დიფ სთეითთან თუ მის აგენტურასთან დაკავშირებით, მან საკუთარ თავს დააბრალოს”- ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კირცხალია ოპოზიციის აქტივისტების განცხადებას, რომელიც აღმოჩნდა, რომ უცხოეთიდან არის გამოგზავნილი და ის, სიტყვასიტყვით წაიკითხეს.
“უკვე მტკიცებულების (და არა ლოგიკური და თუნდაც ათასპროცენტიანი ვარაუდის) დონეზე დადასტურდა, რომ აგენტურას ბრიუსელიდან მიღებულ დავალებაში ერთი სიტყვის შეცვლაც კი არ შეუძლია, არც ერთი სიტყვის!
ბრიფინგის უმარტივესი ტექსტის დაწერას და თქმას ვერ ახერხებენ და არ ანდობენ დამოუკიდებლად!
მერე დადგებიან და მონა მონაო, სხვებს ეძახიან ხოლმე!
დღეს ჩატარებული ბრიფინგი აგენტობის და მონობის სამარცხვინო სიმბოლოდ დარჩება ისტორიას!”- წერს ირაკლი კირცხალია.
შეგახსენებთ, გამცემა “პრაიმტაიმმა” 15:00 სთ ზე გაავრცელა ბრიუსელიდან მოპოვებული წერილი. საგენტო წერდა, რომ იდენტურ ტექსტს ოპოზიცია ბრიფინგზე წაიკითხავდა.

რამდენიმე წუთში რადიკალურმა ოპოზიციამ რუსთაველზე ბრიფინგი გამართა, სადაც ტექსტი უცვლელად, სიტყვასიტყვით წაიკითხა.

ასევე დაგაინტერესებთ

“ნაცებმა” ბრიუსელიდან მიიღეს წერილი, რომელიც 15:00 საათზე ,,პრაიმ ტაიმმა” გაავრცელა და 15:10 საათზე რადიკალებმა ზედმიწევნით წაიკითხეს პირდაპირ ეთერში, გაცხადებული აგენტურა – უცხოელები, ქართული სახელითა და გვარებით