ამინდი უარესდება – ქარბუქის გამო, გუდაური-კობის მონაკვეთზე, ზოგიერთი ტიპის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

ზამთარი ძალებს იკრებს. საქართველოს მასშტაბით ამინდი უარესდება – ქარბუქის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად-მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ კონკრეტულ მონაკვეთზე მანქანები გაუჩერებლად გავლის რეჟიმში მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით იმოძრავებენ.
გარდა ამისა, გადაადგილება აიკრძალა მისაბმელიანი, ნახევრად-მისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და დიდი ავტობუსებისთვის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–-ნინოწმინდის საავტომობილო გზის 50-კილომეტრიან მონაკვეთზე, სოფელ აიაზმასთან.

ასევე დაგაინტერესებთ

გურამ მაჭარაშვილი: სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს და დარწმუნებული ვარ, რომ არათუ თუ ჰელსინკის კომისია, ვერცერთი კომისია ვერაფერს დააკლებს საქართველოს, თუ ჩვენ ვიდგებით სწორ პოზიციაზე

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…