11
ამინდი საქართველოში – გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 14–15 ივნისს. წინა დღეების სითბოს ფონზე, ქვეყნის ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა.
14-15 ივნისის ამინდი საქართველოში რეგიონების მიხედვით:
ამინდი თბილისში
ღამის საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, +28 გრადუსი დაფიქსირდება.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 13 ივნისს თბილი და უნალექო ამინდია მოსალიდნელი, ხოლო 14-15 ივნისს გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 13 ივნისს თბილი და უნალექო ამინდია მოსალიდნელი, ხოლო 14-15 ივნისს გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, +28 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 13 ივნისს თბილი და უნალექო ამინდია მოსალიდნელი, ხოლო 14-15 ივნისს გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი დაფიქსირდება
რეკომენდაციები:
თუ სეტყვის საწინააღმდეგო სპეციალური გადასაფარებელი არ გაქვთ, ავტომობილები ხეების ქვეშ მაინც ნუ დატოვებთ (ტოტების მსხვრევის რისკია). უმჯობესია გადახურული პარკინგი მოძებნოთ.
ჭექა-ქუხილის დროს მოერიდეთ ღია სივრცეებს და ლითონის კონსტრუქციებს. თუ ბუნებაში ხართ, გახსოვდეთ: მაღალი, განცალკევებული ხე მეხამრიდი არ არის, ის მეხს იზიდავს პირიქით.
ძლიერი ელჭექისას სასურველია გამორთოთ მგრძნობიარე ელექტროტექნიკა ქსელიდან. ძაბვის თამაშმა მწყობრიდან რომ არ გამოიყვანოს.
აკონტროლეთ აივნები: გადამალეთ ყველაფერი, რაც ქარმა და წვიმამ შეიძლება გააფუჭოს, ან გადააგდოს და დროებით მაინც, მოფარებულ ადგილას გადადგით ქოთნის ყვავილები.
14 და 15 ივნისს თქვენი საუკეთესო მეგობარი– ქოლგაა, მაშინაც კი, თუ ერთი შეხედვით არ ჩანს, რომ გაწვიმებას აპირებს.
დაიმახსოვრეთ:
ბუნებას ცუდი ამინდი არ აქვს და ნებისმიერი წვიმის შემდეგ ყოველთვის ბრუნდება მზე!