ამინდის პროგნოზი / 12-14 მარტი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 12-14 მარტს დასავლეთ საქართველოში 15 მარტამდე თბილი, უნალექო და ზოგან ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. დაბლობში ჰაერი +18, +23 გრადუსამდე გათბება.
აღმოსავლეთ საქართველოში 12–13 მარტს უნალექო ამინდი იქნება, 14 მარტს კი ზოგან მცირე ნალექი და ნისლია მოსალოდნელი.
ქ. თბილისში 12-13 მარტს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 14 მარტს მოიღრუბლება და იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +11, +13 გრადუსი დაფიქსირდება.
სანაპირო რაიონებში (, ქობულეთი, ანაკლია, ): თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება,
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): თბილი და უნალექო ამინდი იქნება, იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი. ტემპერატურა +20, +22 გრადუსი იქნება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, , ჭიათურა, საჩხერე, ხულო): უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +14, +19 გრადუსი იქნება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +10, +15 გრადუსი დაფიქსირდება.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი) 12-13 მარტს უნალექო, ხოლო 14 მარტს ზოგან ნალექიანი ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +15 გრადუსი დაფიქსირდება.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 12-13 მარტს უნალექო ამინდი იქნება, 14 მარტს კი მოიღრუბლება და გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9, +14 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +13 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, , ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 12-13 მარტს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 14 მარტს ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +4, +9 გრადუსი დაფიქსირდება.

ასევე დაგაინტერესებთ

კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით არაერთი დანაშაულებრივი ფაქტი იქნა გამოვლენილი, ერთია წარსულში ჩადენილი დანაშაულების გამოვლენა, მაგრამ მთავარია, დღეს და ხვალ იყოს უზრუნველყოფილი ყოველგვარი კორუფციული პრაქტიკის აღკვეთა

ჩვენ მოვახერხეთ ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება, ჩავატარეთ თვითმმართველობის არჩევნები, რასაც ჰქონდა განსაკუთრებული მნიშვნელობა პოლიტიკური ცხოვრების სტაბილური ფორმით გაგრძელებისთვის

მიმდინარე წლის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა იყო მართვის სისტემის გაუმჯობესება, გუნდში გვყავს 7 ახალი მინისტრი, არაერთი ცვლილება განვახორციელეთ, რომ მთავრობა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და ეფექტიანი