ამინდის პირობებიდან და უხვი ნალექიდან გამომდინარე პროცესი ცვალებადია – ირაკლი ჩიქოვანი

გურიის რეგიონში დიდთოვლობის გამო წარმოქმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად საქართველოს თავდაცვის ძალები სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს. ამინდის პირობებიდან და უხვი ნალექიდან გამომდინარე პროცესი ცვალებადია. გზებზე ან ელექტროენერგიის მიწოდების თვალსაზრისით ვითარება შეიძლება შეიცვალოს.
ვიცე-პრემიერ, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, თავდაცვის ძალების პირველი ამოცანა კომუნიკაციების უზრუნველყოფა, საკომუნიკაციო გზების დასუფთავებაა. შემდეგ კი, ინდივიდუალური საჭიროებების დაკმაყოფილება ხდება. „ბევრი სამედიცინო ეკიპაჟია მობილიზებული რეგიონში და ვცდილობთ, ყველა გამოძახება იყოს პასუხგაცემული და ჰქონდეს ყურადღება მიქცეული. ამ დინამიკას შევინარჩუნებთ“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი: ბიძინა ივანიშვილზე და „ქართული“ ოცნების რიგით ჯარისკაცებზე ზეწოლისა და შანტაჟის მიუხედავად, ჩვენ არავის მივეცით უფლება, საქართველო გამოეყენებინათ პროქსი სახელმწიფოდ, როგორც სამწუხაროდ, გამოიყენეს უკრაინა