11
დღეს, საღამოდან, ამინდი გაუარესდება – ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს:
,, 1 ივნისის დღის ბოლოდან 2 ივნისის დღის მეორე ნახევრამდე დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მთიან ნაწილში ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერება.
მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).”
