“ამიერიდან ევროპული ფეხბურთის აწმყო და მომავალი საბოლოოდ კლუბების, ფეხბურთელების და მათი გულშემატკივრების ხელშია” – ფლორენტინო პერესი ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა
როგორც გაცნობეთ, დღეს ევროსასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ფლორენტინო პერესს სუპერლიგის შექმნა შეუძლია და ამაში ვერც ფიფა და ვერც უეფა ჩაერევა.
აღნიშნულის შემდეგ, მადრიდის “რეალის” პრეზიდენტმა მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა.
“დღეს ფეხბურთმა, გულშემატკივრებმა და თავისუფლებამ გაიმარჯვა!” სუპერლიგა ღიაა ყველა კლუბისთვის, ეს ტურნირი ყველა კლუბისთვის სამართლიანობის და ეკონომიკური სტაბილურობის მომტანი იქნება”, – განაცხადა პერესმა.