ეს მაშინ ხდება, როცა კონგრესში ვერ თანხმდებიან მომდევნო წლის ბიუჯეტზე. შეერთებულ შტატებში ახალი ფინანსური წელი 1 ოქტომბრიდან იწყება. ამ ვადის ამოწურვამდე კონგრესის ქვედა, წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა ფედერალური მთავრობის დაფინანსების გაგრძელებას, ზედა პალატაში, სენატში კი გადაწყვეტილების მიღება დღემდე ვერ მოხერხდა ათზე მეტი კენჭისყრის შედეგად.
შესაბამისად, დაახლოებით 1,4 მილიონი ფედერალური მოხელე იძულებით შვებულებაშია, ან უხელფასოდ მუშაობენ, მილიონობით ამერიკელს კი შეზღუდული აქვს წვდომა სხვადასხვა მომსახურებაზე.
რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის უთანხმოების მთავარი საგანია ჯანდაცვის ხარჯები, რომელთა შემცირებაც პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაა.
დემოკრატები აცხადებენ, რომ „შათდაუნის“ შეწყვეტას და ბიუჯეტზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ფედერალური მთავრობის დაფინანსების დროებით აღდგენას მხარს დაუჭერენ, თუ ჯანმრთელობის დაზღვევის სუბსიდირების გაგრძლებაზე შეთანხმდებიან. რესპუბლიკელები მოითხოვენ, რომ ჯანდაცვის საკთხების საბოლოოდ გადაწყვეტამდე დემოკრატებმა მხარი დაუჭირონ „შათდაუნის“ შეწყვეტას.
წლევანდელი „შათდაუნი“ ამერიკის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივია.
მანამდე სარეკორდოდ ითვლებოდა დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირველ ვადაში, 2018 წელს გამოცხადებული „შათდაუნი“, რომელიც 35 დღეს გაგრძელდა.
ფორუმი




