ამერიკულმა საიდუმლო კოსმოსურმა ხომალდმა 434 დღიანი მისია დაასრულა

ამერიკული კოსმოსური ხომალდი X-37B საიდუმლო სამხედრო მისიაზე 434 დღიანი ფრენის შემდეგ დედამიწას დაუბრუნდა. -ის კოსმოსური ძალების თანახმად, საფრენმა საშუალებამ არაერთი სატესტო მისიისა და ექსპერიმენტის ჩატარებით “ახალი სიტყვა შემოიტანა”.
კოსმოსური ხომალდი კალიფორნიაში 7 მარტს დაეშვა. 2010 წელს პირველად გაშვების შემდეგ, ეს მისი მეშვიდე სატესტო ფრენა იყო. გასაშვებად მას ძალიან მძიმე მოწყობილობები სჭირდება, თუმცა დაჯდომას საავიაციო რეჟიმში ახერხებს.
X-37B “ბოინგის კორპორაციამ” განავითარა. ამერიკული კოსმოსური ძალების თანახმად, ელიფსურ ორბიტაზე ჩატრებულმა ტესტებმა ხომალდის “მოქნილი მანევრული შესაძლებლობები” გამოავლინა. უწყების ცნობით, ექსპერიმენტის ამოცანა “აშშ-ის კოსმოსური ძალების მიერ კოსმოსური გარემოს ცოდნის გაუმჯობესება იყო”.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”