ამერიკულმა კომპანიამ მთვარეზე მოდული გაუშვა – დაეშვება მომავალ კვირაშია დაგეგმილი

კიდევ ერთმა – უკვე მეორე კერძო ამერიკულმა კომპანიამ გაუშვა მთვარეზე თავისი მოდული 15 თებერვალს, თითქმის ერთი თვის შემდეგ მას მერე, რაც კონკურენტის მსგავსი აპარატი მთვარეზე ვერ დაჯდა და დაიმსხვრა.
-ის კოსმოსური სააგენტო – NASA, მოდულზე ექსპერიმენტების მთავარი სპონსორი, იმედოვნებს, რომ მთვარეზე დაშვება წარმატებით განხორციელდება მომავალ კვირას.
ის მიისწრაფვის, ბიძგი მისცეს მთვარეზე აქტიურობას ასტრონავტების მისიის წინ.
SpaceX-ის რაკეტა Falcon-ი შუაღამეს გაუშვეს NASA-ს კენედის კოსმოსური ცენტრიდან. Intuitive Machines-ის მოდული Nova-C დედამიწის თანამგზავრის ორბიტაზე ერთდღიანი ყოფნის შემდეგ დაეშვება მთვარეზე 22 თებერვალს.
წინა მსგავსი მცდელობა 8 იანვარს ფლორიდაში მდებარე კანავერალის კონცხიდან კოსმოსში რაკეტა Vulcan Centaur-ის გაშვებით დაიწყო, რომელზეც იმყოფება მთვარეზე დასაჯდომი მოდული Peregrine-ი.
. წარმატების შემთხვევაში ის იქნებოდა ისტორიაში პირველი დასაჯდომი მოდული, რომელიც კერძო კომპანიამ შექმნა, მაგრამ მისია წარუმატებელი იყო.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: აშშ-ში განიხილება “Megobari” აქტი, რომელიც რუსული კანონის გაუქმების შემთხვევაში, საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შემსუბუქებას, შეღავათიან სავაჭრო პირობებსა და გაუმჯობესებულ სამხედრო მხარდაჭერას ითვალისწინებს