ამერიკული ფეხბურთის ყოფილი ვარსკვლავი, კინომსახიობი და საუკუნის პროცესის ავტორი ო’ჯეი სიმპსონი გარდაიცვალა

ამერიკული ფეხბურთის ყოფილი ვარსკვლავი და კინომსახიობი ო’ჯეი სიმპსონი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა, ამის შესახებ ინფორმაცია სპორტსმენის ოჯახის წევრებმა პლატორმა X-ის მეშვეობით გაავრცელეს.
სპორტსმენის გარდაცვალების მიზეზი პროსტატის სიმსივნე გახდა.
ო ჯეის პირველ კრიმინალურ სკანდალში 1994 წელს გაეხვა, როდესაც სიმფსონის ყოფილი ცოლი ნიკოლ ბრაუნი და მისი პარტნიორი რონალდ გოლდმანი მოკლულები იპოვეს. საქმეზე ო ჯეი დააკავეს და ბრალი წაუყენეს. ამის შემდეგ ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული სასამართლო პროცესი დაიწყო, რომელიც ყველასგან მოულოდნელად ბრალდებულის გამართლებით დასრულდა.
სიმპსონი 2007 წელს დააკავეს და ბრალი რამდენიმე დანაშაულში
კერძოდ, შეიარაღებულ ძარცვასა და ადამიანის გატაცებაში წაუყენეს. ნაფიც მსაჯულებმა ის ყველა ბრალდებაში დამნაშავედ ცნეს და 2008 წელს 33 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. 2017 წელს ო’ჯეი ვადაზე ადრე გაათავისუფლეს.
ო ჯეი ამერიკული ფეხბურთის პროფესიული ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო დამცველი იყო. ის გადაღებულია კინოტრილოგიაში “შიშველი პისტოლეტი”.