ამერიკული გამანადგურებლები ბოსნიის თავზე “სეპარატისტისტების” გასაფრთხილებად გადაიფრენენ

ორშაბათს, ბოსნიის თავზე ორი ამერიკული F-16 მოიერიშე თვითმფრინავი გადაიფრენს. ამის მიზანია, ხაზი გაუსვას ამერიკის მხარდაჭერას ბოსნიის ტერიტორიული მთლიანობისადმი, რასაც სერბების “სეპარატისტული მოქმედებები” ეწინააღმდეგება. ბოლოდროინდელი მოვლენები, ასევე ეწინააღმდეგება 1990-იან წლებში გაფორმებულ “დეიტონის სამშვიდობო შეთანხმებას”. მსგავსი შინაარსის განცხადება სარაევოში ამერიკის საელჩომ გაავრცელა.
გადაფრენა ორმხრივი, ხმელეთი-ჰაერის სამხედრო წვრთნების ფარგლებში მოხდება და მასში მონაწილეობას ბოსნიის ეროვნული ჯარი მიიღებს. ის ბალკანეთის იმ ნაწილში მოხდება, რომელსაც სერბეთი არ აკონტროლებს.
საელჩოს განცხადება ნაციონალისტი და პრო-რუსი, მილორად დოდიკის განახლებულ სეპარატისტულ აგიტაციას ეხება. ის დიდი ხანია ამბობს, რომ ბოსნიის ნაწილი ქვეყანას უნდა გამოეყოს და სერბეთს უნდა შეუერთდეს.
“ეს ორმხრივი სწავლება არის მოწინავე სამხედრო თანამშრომლობის მაგალითი, რომელიც ხელს უწყობს მშვიდობასა და უსაფრთხოებას დასავლეთ ბალკანეთში. ის ასევე აჩვენებს შეერთებული შტატების ერთგულებას ბოსნია-ჰერცოგოვინის ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფის მიმართ”, – ვკითხულობთ განცხადებაში.
“დეიტონის შეთანხმების” მიღწევას ოფიციალური ვაშინგტონი შუამდგომლობდა. ამ შეთანხმებით, ბოსნიაში 1992-95 წლებში მიმდინარე ომი დასრულდა, რომლის დროსაც დაახლოებით 100 000 ადამიანი მოკლეს, ხოლო მილიონი დევნილი გახდა.