ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და კატარმა 1.2 ტრილიონი დოლარის „ეკონომიკური გაცვლის” შეთანხმება გააფორმეს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და კატარმა 1.2 ტრილიონი დოლარის „ეკონომიკური გაცვლის” შეთანხმება გააფორმეს. შესაბამისი ინფორმაცია თეთრმა სახლმა კატარში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ვიზიტის დასრულების შემდეგ გაავრცელა.
ამასთან, დონალდ ტრამპმა და კატარის ამირამ, შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ-თანიმ ორ ქვეყანას შორის ორ ქვეყანას შორის ახალ ბიზნეს-გარიგებებზეც ისაუბრეს, რომელთა საერთო მოცულობა 243 მილიარდ დოლარს აჭარბებს.
დოჰაში გამართულ პრესკონფერენციაზე კატარის ამირამ აღნიშნა, რომ -ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის მიღწევა სურს.
სამთავრობო დელეგაციასთან ერთად კატარში 14 მაისს, საუდის არაბეთიდან ჩავიდა. მან 13 მაისს საუდის არაბეთში მოლაპარაკება ტახტის მემკვიდრე პრინც მოჰამედ ბინ სალმანთან გამართა.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯაბა ზარქუა: შაქარზე რომ თქვა იმ ბიზნესმენმა თემქაზე უფრო იყიდება, ვაკეში ყურადღებას არ აქცევენო, ეგ სალაზღანდარაოდ კი ავიგდეთ მაგრამ სინამდვილეში სოციალური უთანასწორობის სიმპტომია

ლაშა ტუღუში „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებული ანგარიშის შესახებ „ქართული ოცნების“ განცხადებებზე – არასერიოზულია ის რეაქცია, რომელსაც დღეს ვისმენთ – სასაცილოა ამათი პოზიციონირება