ამერიკის სახელმწიფო მდივანი ისრაელშია

„ჰამასთან“ მიმდინარე ს ექვსთვიანი ომის გამო, ორი მოკავშირე ქვეყნის, -ისა და ისარელის მზარდად დაძაბული ურთიერთობის ფონზე, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ისრაელის პრემიერ-მინისტრს შეხვდა. ისრაელს სამშვიდობო მოლაპარაკებების ფარგლებში, ეგვიპტის შემდეგ ეწვია.
ახლო აღმოსავლეთში მორიგი მოლაპარაკებების მიზანი, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაა, რომელიც მინიმუმ 6 კვირა გასტანს. ასევე, ღაზის მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება და ჰამასის მიერ, ისრაელიდან გადაწყებული ტყვეების გათავისუფლება.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მიმდინარე ომის დაწყების შემდეგ, ახლო აღმოსავლეთში უკვე მეექვსედ იმყოფება. ამჯერად, ის რეგიონს ოთხშაბათს, 20 მარტს ეწვია და ინტენსიურ დიპლომატიურ ძალისხმევაშია ჩართული. მან, შეხვედრები უკვე გამართა ს პრინცთან, სხვა არაბული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან და ოფიციალურ პირებთან. შეხვედრები ხუთშაბათს, კაიროშიც გაიმართა.
მიმდინარე კონფლიქტში ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველსაყოფად, პარალელური შეხვედრები ასევე იმართება დოჰაში.
ისრაელში ენტონი ბლინკენის ვიზიტს, წინ უსწრებს პრეზიდენტ ბაიდენის განცხადება, რომელმაც ღაზაში მიმდინარე ისრაელის სამხედრო კამპანიას „გადამეტებული“ უწოდა და თქვა, რომ ამ ომმა, სამოქალაქო მოსახლეობაში დიდი მსხვერპლი მოიტანა. მდივანმა ბლინკენმა თქვა, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრ სთან პირისპირ შეხვედრაზე, ორ ქვეყანას შორის არსებულ ვითარებას განიხილავდა. მისივე თქმით, ისრაელში ამავე ვიზიტისას, შეხვედრას ასევე გამართავს ომის კაბინეტთან.
გაერო აცხადებს, რომ არსებული ვითარების გაგრძელების შემთხვევაში, ღაზაში შიმშილით გამოწვეული მასობრივი სიკვდილი გარდაუვალია. არსებობს მოლოდინი, რომ მდივანი ბლინკენი ისრაელს უბიძგებს, მჭიდროდ დასახლებულ ღაზის სექტორში მეტი ჰუმანიტარული დახმარება დაუშვას.
„ღაზის მოსახლეობის ასი პროცენტი სურსათის მწვავე დეფიციტს განიცდის. ჩვენ არ შეგვიძლია, არ უნდა დავუშვათ ამის გაგრძელება. ისრაელმა მეტი უნდა გააკეთოს. ხვალ ჩვენს პარტნიორებთან ჩვენი ძალისხმევის კოორდინაციაზე ვისაუბრებ“, – თქვა ბლინკენმა ისრაელში გამგზავრებამდე, ხუთშაბათს, 21 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე.