ამერიკის თავდაცვის მდივანმა დაადასტურა, რომ ნატოში მისაღებად დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილების იმედი არ უნდა გვქონდეს – დავით ჩიხელიძე

-ს თავდაცვის მდივანმა დაადასტურა, რომ ნატოში მისაღებად დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილების იმედი არ უნდა გვქონდეს, ნატო საქართველოსთან დაკავშირებით კვლავ, ღია კარს მიღმა დახურული კარის პოლიტიკას გააგრძელებს, რომლის გაღებას შესაძლოა ათწლეულები დაჭირდეს, – ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ჩიხელიძე აშშ-ს თავდაცვის მდივნის განცხადებას, რომლის თქმითაც, ის ვერ ხედავს რაიმე სურვილს ან ნიშნებს, რომ განატოს გაფართოება უახლოეს მომავალში მოხდება.
ჩიხელიძის თქმით, სამწუხაროა, რომ ნატო და პარტნიორები, საქართველოს მიერ გავლილი ეკლიანი გზის ადეკვატურ შეფასებას არ ახდენენ და პოლიტიკური კონიუნქტურის ტყვეობაში მყოფნი, მოკლებულნი არიან ობიექტური გადაწყვეტილების მიღებას.
„MAP-ზე უკეთესის გახსოვთ? ნაცებმა საკუთარი სტრატეგიული მარცხი, საზოგადოებას გამარჯვებად რომ შეასაღეს… აშშ-ს თავდაცვის მდივნის განცხადებით ნატოს გაფართოება დაგეგმილი, არათუ ამ ეტაპზე, არამედ უახლოეს მომავალში არ არის, მიუხედავად ქვეყნების სურვილისა გახდნენ ნატოს წევრი, ჩვენ(ნატოს წევრი ქვეყნები) ამ ეტაპზე ნატოს სტაბილიზაცია გვსურს! აშშ-ს თავდაცვის მდივანმა დაადასტურა, რომ ნატოში მისაღებად დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილების იმედი არ უნდა გვქონდეს, ნატო საქართველოსთან დაკავშირებით კვლავ, ღია კარს მიღმა დახურული კარის პოლიტიკას გააგრძელებს, რომლის გაღებას შესაძლოა ათწლეულები დაჭირდეს. სამწუხაროა, რომ ნატო და პარტნიორები, საქართველოს მიერ გავლილი ეკლიანი გზის ადეკვატურ შეფასებას არ ახდენენ და პოლიტიკური კონიუნქტურის ტყვეობაში მყოფნი, მოკლებულნი არიან ობიექტური გადაწყვეტილების მიღებას“, – წერს ჩიხელიძე.
ამ თემაზე:
რაც შეეხება ნატოს გაფართოებას, მე ვერ ვხედავ რაიმე სურვილს ან ნიშნებს, რომ ჩვენ ამას გავაგრძელებთ უახლოეს მომავალში – ამერიკის თავდაცვის მინისტრი

ასევე დაგაინტერესებთ

ამჯერად გეპატიჟებითო, ოღონდ ნატოში კი არა ღონისძიებაზეო… გასაგებია, რომ ჩვენი იქ არ ყოფნით ნატო დიდად არ დაზარალდება, მაგრამ რუსეთს კი ნამდვილად გაუხარდება – ოპოზიციაც სიამოვნებით მოისრისავს ხელებს

ატლანტიკური საბჭოს კვლევა ეყრდნობა სხვადასხვა მონაცემებს, შესაბამისად მაშინ, როცა საქართველოს რეფორმებზე ესაუბრებიან, ამ დროს ქვეყანა უკვე უსწრებს ყველა ამ მონაცემებით სხვებს, მათ შორის ევროპის ქვეყნებსაც და არსებულის გაუმჯობესებაზე საუბრობს