ამერიკისა და ევროკავშირის ყოფილმა ელჩებმა, ევრო დეპუტატებმა და ოპოზიციის ლობისტებმა მოსამართლე ლაშა ჩხიკვიშვილს საერთაშორისო დონეზე იმიჯი გაუნადგურეს

ამერიკისა და ევროკავშირის ყოფილმა ელჩებმა, ევრო დეპუტატებმა და ოპოზიციის ლობისტებმა მოსამართლე ლაშა ჩხიკვიშვილს საერთაშორისო დონეზე იმიჯი გაუნადგურეს
„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, ს სარჩელის წარმოებაში არ მიღებასთან დაკავშირებით ხაზს უსვამს ფაქტს, რომ ქართველი მოსამართლეები კეთილსინდისიერები არიან და მათი კეთილსინდისიერების შემოწმება, მით უმეტეს უცხოელების მხრიდან არ არის სავალდებულოდა და აუცილებელი,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ.
მისივე თქმით, ამერიკისა და ევროკავშირის ყოფილმა ელჩებმა, ევრო დეპუტატებმა და ოპოზიციის ლობისტებმა მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეს საერთაშორისო დონეზე იმიჯი გაუნადგურეს.
„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, ნიკა გვარამიას სარჩელის წარმოებაში არ მიღებასთან დაკავშირებით ხაზს უსვამს ფაქტს, რომ ქართველი მოსამართლეები კეთილსინდისიერები არიან და მათი კეთილსინდისიერების შემოწმება, მით უმეტეს უცხოელების მხრიდან არ არის სავალდებულოდა და აუცილებელი. მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე, რომელიც გვარამიას საქმის მოსამართლე იყო, მის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების გამო [თურმე, როგორი სამართლიანი გადაწყვეტილება გამოუტანია ამ მოსამართლეს] არ შეუშვეს ამერიკაში. გვახსოვს ამერიკისა და ევროკავშირის ყოფილი ელჩების განცხადებები, ევრო დეპუტატების განცხადებები [მოდით აღვნიშნოთ, რომ ყველას არ გაუკეთებია განცხადება და მხოლოდ 5-6 დეპუტატი აქტიურობს მუდმივად ], ასევე ოპოზიციის ლობისტების განცხადებები – მათ ამ მოსამართლეს საერთაშორისო დონეზე იმიჯი გაუნადგურეს. მის სამართლიანობასა და კეთილსინდისიერებაში ეჭვი ჩვენ არ გვეპარებოდა, მათ კი ეჭვი კი არ შეეპარათ, პირდაპირ უცხოეთიდან გაანადგურეს ამ მოსამართლის იმიჯი და რეპუტაცია,“ – განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.
Previous: საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა მაკრონის პარტიის ინიციატივას, რომელიც გარე ჩარევასთან საბრძოლველად ლობისტების რეესტრის შექმნას ითვალისწინებს

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მიხეილ ყაველაშვილთან და კახა კალაძესთან ერთად ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღესთან დაკავშირებულ საზეიმო წირვას დაესწროსაზეიმო წირვას დაესწრო

რასაც მთელი მსოფლიო აკვირდება აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პირობებში არის ის, რომ ხდება ყალბი იდეოლოგიების მსხვრევა, რომელსაც წლების განმავლობაში თავს ახვევდნენ განსაკუთრებით ევროპულ საზოგადოებას

არჩევნებში ოპოზიციის არ მონაწილეობის კარგია დემოკრატიისთვის, ვინაიდან საბოლოდ ჩაიხსნებიან პოლიტიკური ცხოვრებიდან. მონაწილეობას თუ მიიღებენ, ესეც კარგია – საზოგადოება განაჩენს კიდევ ერთხელ გამოუტანს