ამერიკელმა სამხედროებმა „ჰუსიტების“ მიერ გაშვებული 3 დრონი ჩამოაგდეს

ამერიკელმა სამხედროებმა „ჰუსიტების“ მიერ გაშვებული 3 დრონი ჩამოაგდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას -ის ცენტრალური სარდლობა ავრცელებს.
მათივე ცნობით, „ჰუსიტებმა“ მათ მიერ კონტროლირებადი იემენის ტერიტორიიდან დრონები ადენის ყურისა და წითელი ზღვის მიმართულებით გაუშვეს.
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, „ჰუსიტების“ შეტევის შედეგად, კომერციული, ამერიკული და კოალიციის ხომალდები არ დაზიანებულა.