ამერიკელმა სამხედროებმა წყნარ ოკეანეში ნავს დაარტყეს, რომელსაც, სავარაუდოდ, ნარკოტიკები გადაჰქონდა – დაიღუპა ორი ადამიანი

პენტაგონის ცნობით, -ის ძალებმა კიდევ ერთ ნავს დაარტყეს, ამჯერად წყნარი ოკეანის წყლებში, რომელსაც, სავარაუდოდ, ნარკოტიკები გადაჰქონდა.
თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეთის განცხადებით, ნავზე მყოფი ორი ადამიანი დაიღუპა, ამერიკელი სამხედროები არ დაშაბულან. ჰეგსეთის ინფორმაციით, ნავი ცნობილი იყო -ის დაზვერვისთვის და საერთაშორისო წყლებში ცნობილი ტრეფიკინგის მარშრუტით ნარკოტიკებს გადაჰქონდა.
ეს დარტყმა აშშ-ის მიერ 2 სექტემბრის შემდეგ განხორციელენული მერვე დარტყმაა ნარკოტიკების გადამზიდავი ნავების წინააღმდეგ, მაგრამ პირველია წყნარ ოკეანეში.
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას აქვს იურიდიული უფლებამოსილება, გააგრძელოს დარტყმები საერთაშორისო წყლებში, მაგრამ შეიძლება მიმართოს აშშ-ის კონგრესს, თუ სამიზნეებზე ხმელეთზეც დარტყმასაც გადაწყვეტს.