ამერიკელმა მოსამართლემ უკანონოდ ცნო ონლაინ ძიებაში Google-ის მონოპოლია

შეერთებულ შტატებში კოლუმბიის ოლქის მოსამართლემ ამიტ მეჰტამ დაადგინა, რომ Google-ი ბოროტად იყენებდა მონოპოლიურ პოზიციას ონლაინ ძიების სფეროში, იუწყება The New York Times-ი.
მოსამართლის თქმით, Google-ი ყოველწლიურად მილიარდობით დოლარს უხდიდა სხვა ტექნოლოგიურ გიგანტებს, როგორებიცაა Apple-ი და Samsung-ი, რათა Google-ის საძიებო სისტემა წინასწარ განსაზღვრული ფუნქცია ყოფილიყო მათი პროდუქტებისთვის. ეს გადასახადები, რომლებიც 26 მილიარდ დოლარს აღწევს, კონკურენტებს ხელს უშლიდა Google-თან კონკურენციაში ონლაინ ძიების ბაზარზე.
სასამართლოს ეს დადგენილება არის 26 წლის განმავლობაში პირველი მნიშვნელოვანი ანტიმონოპოლიური გადაწყვეტილება ტექნოლოგიური გიგანტების მონაწილეობით. ბოლოს 1998 წლის გაზაფხულზე შეიტანა -ის იუსტიციის სამინისტრომ და ოცმა შტატმა სამოქალაქო სარჩელი Microsoft-ის წინააღმდეგ. კომპანიას ბრალი ედებოდა მონოპოლიური პოზიციის ბოროტად გამოყენებაში ვებბრაუზერის და ოპერაციული სისტემის გაყიდვაში.
2020 წელს აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ სასამართლოში უჩივლა Google-ს თავისი მონოპოლიის უკანონო გაძლიერების მოტივით. სარჩელი ასევე აღძრულია Amazon-ის, Meta-სა და Apple-ის წინააღმდეგ.
გავრცელებული ინფორმაციით, მომავალ თვეში Google-ს კიდევ ერთი ანტიმონოპოლიური საქმე ელის სარეკლამო ტექნოლოგიებთან დაკავშირებით.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა