ამერიკელმა, არაბმა და ევროპელმა ოფიციალურმა პირებმა მიუნხენში ომის შემდგომი ღაზის სექტორის იდეები განიხილეს

ამერიკელმა, არაბმა და ევროპელმა ოფიციალურმა პირებმა მიუნხენში ომის შემდგომი ღაზის სექტორის იდეები განიხილეს.
ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
Reuters-ის ცნობით, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ომის შემდგომი ღაზის გეგმის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით ამერიკელ, არაბ და ევროპელ ოფიციალურ პირებს შორის შეხვედრა გაიმართა, რომელზეც ისრაელსა და საუდის არაბეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზება განიხილეს.
მიუნხენში გამართულ შეხვედრაში -ის სახელმწიფო მდივანი, , ს საგარეო საქმეთა მინისტრი, პრინცი ფაიზალ ბინ ფარჰანი და იორდანიის, კატარის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრები მონაწილეობდნენ.
ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ „ჰამასის“ 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ ეს მსგავსი ფორმატის პირველი შეხვდრა იყო.

ასევე დაგაინტერესებთ