ამერიკელი ჯარისკაცი გორდონ ბლეკი არ აღიარებს თავის რუს მეგობარ ქალზე თავდასხმის ბრალდებას

-ის არმიის უფროსმა სერჟანტმა, გორდონ ბლეკმა, რომელიც გასულ თვეში დააკავეს ს შორეული აღმოსავლეთის ქალაქ ვლადივოსტოკში, უარყო ბრალდება თავის რუს მეგობარ ქალზე თავდასხმისა და მისი მოკვლით მუქარის შესახებ.
სასამართლო პროცესი 17 ივნისს განახლდა. ბლეკმა ჩვენება მისცა სასამართლოზე და განაცხადა, რომ ალექსანდრა ვაშჩუკმა ინციდენტის დღეს დიდი რაოდენობით არაყი დალია და აგრესიულად დაიწყო მოქცევა მის მიმართ – ის სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და ასევე, ფიზიკურადაც დაესხა მას თავს და დაარტყა ყურში და თვალში.
მან თქვა, რომ ქალმა მას ასევე ესროლა თეფში. ბლეკის თქმით, როცა ბინიდან გასასვლელად თავისი ნივთების ჩალაგება დაიწყო, ვაშჩუკი მას გასასვლელთან გადაეღობა და იჩხუბეს.
მაისის ბოლოს ბლეკს ბრალი ქურდობაში და მოკვლით მუქარაში წაუყენეს. გამომძიებლების თქმით, 2024 წლის აპრილიდან ბლეკი თავის შეყვარებულთან ერთად ცხოვრობდა ვლადივოსტოკში. მაისში მან პარტნიორს კისერში მოჰკიდა ხელი, რაც ქალმა სიცოცხლეს საფრთხედ აღიქვა. ამის შემდეგ ბლეკმა, გამოძიების თანახმად, დაზარალებულის საფულედან 10 ათასი მანეთი ამოიღო, რომლითაც სასტუმროს ნომერი იქირავა.
მანამდე Associated Press-ი რამდენიმე ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ სერჟანტი ბლეკი სამხრეთ კორეაში მსახურობდა და მალე სამშობლოში, ტეხასში უნდა დაბრუნებულიყო. სააგენტომ დაადასტურა, რომ სამხედრო მოსამსახურეს ქურდობაში ედებოდა ბრალი და ის რუსეთში გაემგზავრა თავისი დიდი ხნის შეყვარებულთან შესახვედრად, რომელთანაც მანამდე ურთიერთობა ჰქონდა სამხრეთ კორეაში სამსახურისას. მისი მოგზაურობა სარდლობის ნებართვის გარეშე შედგა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – მხოლოდ იმიტომ, რომ შენი აგენტი არ ვარ, მეგობარი ვარ და შენს დაკრულზე ყველაფერზე არ ვცეკვავ, ამისათვის ნუ დამსჯი – ამას ველაპარაკები და ამასაც თავდასხმად აღიქვამენ, თუ ეუბნები, რომ სამართლიანად მომეპყარი, თავდასხმაა

მამუკა მდინარაძე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს – დიდი ბოდიში ამ გამოთქმისთვის, თქვენ რომ პარლამენტი ფეხებზე დაიკიდეთ, ასეთი არავის უქნია არასდროს – არცერთ კითხვაზე პასუხი არ გაეცით