ამერიკელი სენატორები მოითხოვენ რუსეთის აღიარებას ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ

ამერიკის შეერთებული შტატების სენატში ინიციირებულია ორპარტიული კანონპროექტი ს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარების შესახებ. ინიციატორები არიან რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი და დემოკრატი სენატორი რიჩარდ ბლუმენტალი.
კანონპროექტის თანახმად, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მითითებით, რუსეთის მთავრობა ხელს უწყობდა და დღესაც უწყობს საერთაშორისო ტერორიზმის აქტებს პოლიტიკური ოპონენტების და უცხო ქვეყნებისა და მათი მოქალაქეების წინააღმდეგ.
კანონპროექტში საუბარია რუსეთის ქმედებებზე ჩეჩნეთში, სირიასა და ში, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მიერ ჩადენილ დანაშაულზე, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის და სამხედრო დაზვერვის ყოფილი ოფიცრების, ალექსანდრ ლიტვინენკოს და სერგეი სკრიპალის, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ს და უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იუშჩენკოს მოწამვლაზე, დონბასელი სეპარატისტების მიერ რუსული რაკეტით „მალაიზიის ავიახაზების“ სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებაზე და ა.შ.
სენატორ გრემის განცხადებით, ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ რუსეთის აღიარება შეერთებულ შტატებს მისცემს მეტ საშუალებას პუტინის დასასჯელად უკრაინასა და მთელ მსოფლიოში ჩადენილი ბარბაროსობისთვის. ლინდსი გრემის შეფასებით, პუტინის რუსეთი ტერორიზმის მხარდამჭერი ქვეყანაა და უკვე დიდი ხანია საჭიროა ამის ოფიციალურად აღიარება. სენატორი ბლუმენტალი მიიჩნევს, რომ ტერორიზმის სპონსორად რუსეთის გამოცხადებით შეძლებს უფრო მტკიცე წინააღმდეგობა გაუწიოს პუტინის ბარბაროსობას და საფრთხეს, რომელსაც ის უქმნის თავისუფლებას და დემოკრატიას.
თუ აშშ საბოლოოდ გადაწყვეტს ტერორიზმის სპონსორად რუსეთის აღიარებას, მას ექნება მეორადი ეფექტიც. მათ შორის სანქციების ამოქმედება იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთთან თანამშრომლობენ.
ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოებად აღიარებული ჰყავს კუბა, ირანი, ჩრდილოეთ კორეა და სირია.
ფორუმი