ამერიკელი დემოკრატები სენატში უმრავლესობას კარგავენ

ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად ჩატარებული კონგრესის ს წინასწარი შედეგებით, ზედა პალატაში, სენატში, უმრავლესობა რესპუბლიკელებს ექნებათ. ამის შესახებ ამერიკული მედიასაშუალებები იუწყებიან კენჭისყრის წინასწარ შედეგებზე დაყრდნობით.
წინასწარი მონაცემებით, რესპუბლიკურ პარტიას 100-წევრიან სენატში 51 წარმომადგენელი ეყოლება. დღეს სენატის უმრავლესობაში დემოკრატები არიან.
პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა დონალდ ტრამპმა უკვე გამოაცხადა, რომ სენატის არჩევნებში რესპუბლიკურმა პარტიამ გაიმარჯვა.
5 ნოემბერს -ში ჩატარდა კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრების და სენატის წევრთა მესამედის არჩევნები.
435-წევრიანი წარმომადგენელთა პალატის არჩევნების წინასწარი შედეგებით რესპუბლიკელები ლიდერობენ. უმრავლესობის მოსაპოვებლად, სულ მცირე, 218 მანდატია საჭირო.