ამერიკელები მადლიერების დღეს აღნიშნავენ. თუმცა, ქვეყნის მასშტაბით, გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები.
ისრაელსა და “ჰამასს” შორის, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომმა ამერიკული სამართალდამცავი უწყებები აიძულა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, აეროპორტებსა და სავაჭრო ცენტრებში უსაფრთხოების დამატებითი ზომები მიიღონ.
მადლიერების დღე ამერიკაში ოჯახური დღესასწაულია. ამ დროს ოჯახის წევრები და მეგობრები ერთად იკრიბებიან, ტრადიციულ ვახშამს ამზადებენ, რაც ინდაურის შეწვას გულისხმობს. ამასთან, ეს დღესასწაული, წლის განმავლობაში, მოზგაურობის მხრივ ყველაზე დატვირთულია, რადგან ამერიკელები ცდილობენ, ეს დღე სხვადასხვა შტატებში მცხოვრებ ოჯახებთან და ახლობლებთან ერთად გაატარონ.
თუმცა, ანტისემიტიზმისა და ისლამოფობიის გაღვივების ფონზე, დღესასწაული, რომელიც, როგორც წესი, ამერიკაში დიდი ზეიმის მიზეზია, წელს განსაკუთრებული სიფრთხილის ზომების ფონზე მიმდინარეობს. ამერიკის “გამოძიების ფედერალურმა ბიურომ” კონგრესი გააფრთხილა, რომ გაძლიერებული იქნება ტერორიზმის საფრთხეც.
მადლიერების დღეს, ქალაქ ნიუ-იორკში ყოველწლიურად იმართება სავაჭრო ქსელ “მეისის” მიერ ორგანიზებული აღლუმი, რომელსაც უამრავი ადამიანი ესწრება. ნიუ-იორკის მერმა, ერიკ ადამსმა თქვა, რომ ქალაქი მზადაა იმ შემთხვეევისთვის, თუ აღლუმის დროს, ვინმე საპროტესტო აქციის გამართვას დაგეგმვას.
“არავინ გაანადგურებს სხვის ქონებას და არავინ დააზიანებს ადამიანებს”,- თქვა ნიუ-იორკის მერმა.
