ამერიკა, NATO, ევროკავშირი და ისრაელი – ვის წინააღმდეგ გაერთიანდებიან მოკავშირეები?

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბრაიან მასტმა “რადიო თავისუფლებასთან” განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ს მოსაზღვრე ქვეყნებს ბუფერულ ზონად არ განიხილავს.
ამასთან, რესპუბლიკელი კონგრესმენი ამბობს, რომ სამყარო “ორ ბილიკად” გაიყო, სადაც ერთ მხარეს , NATO, ევროკავშირი და ა, ხოლო მეორე მხარეს – ჩინეთი და რუსეთი.
“არ შეიქმნება ისეთი სიტუაცია, სადაც რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებს ბუფერულ ზონად განვიხილავთ, ისეთ სივრცედ, რომელსაც დავთმობთ ან შეველევით, არაფერი ამის მაგვარი… სამყარო ორ ბილიკად დაიყო და ამ ოთხი წლის ბოლოს ყველასთვის ცხადი გახდება… ძალიან მალე მიხვდებიან, რომ ამერიკის, NATO-ს, ევროკავშირისა და ისრაელის გზა ბევრად ძლიერია. რუსეთისა და ჩინეთის გზა? მალე აღარავის მოუნდება იმ ბილიკზე სიარული. ჩვენი გზა იქნება სწორი, ძლიერი – და ამას ყველა დაინახავს”, – განაცხადა მასტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთისა და უკრაინის ლიდერებმა ცეცხლის შეწყვეტის საჭიროებაზე ერთობლივი განცხადება მიიღეს – შეთანხმდნენ, რომ 12 მაისიდან, ცეცხლი სრულად და უპირობოდ, მინიმუმ 30 დღით უნდა შეწყდეს