“ამერიკა დაბრუნდა!” – -ის კონგრესში სიტყვით გამოდის პრეზიდენტი

სამშაბათს საღამოს (თბილისის დროით ოთხშაბათს, დილის 6:10-ზე) -ის პრეზიდენტი მეორე საპრეზიდენტო ვადის დაწყების შემდეგ პირველად გამოდის სიტყვით კონგრესის გაერთიანებულ სხდომაზე.
ეს არ არის პრეზიდენტის ყოველწლიური სიტყვა „ქვეყანაში მდგომარეობის შესახებ“, მაგრამ, როგორც მიმომხილველები შენიშნავენ, მნიშვნელობით უტოლდება მას.
„ამერიკული ოცნება ძალას იკრებს – უფრო მეტად და უფრო კარგად, ვიდრე ოდესმე წინათ. ამერიკული ოცნების შეჩერება შეუძლებელია და ჩვენი ქვეყანა ზღვარზე იმყოფება ხელახლა დაბრუნებისა, რომლის მსგავსიც მსოფლიოს არასოდეს უხილავს და, შესაძლოა, ვეღარასოდეს იხილოს,“ თქვა ტრამპმა თავისი გამოსვლის დასაწყისში.
მან ისაუბრა პრეზიდენტობის მეორე ვადის პირველი ექვსი კვირის მიღწევებზე.
„ამერიკა დაბრუნდა!.. ჩვენ 43 დღეში უფრო მეტს მივაღწიეთ, ვიდრე უმეტესმა ადმინისტრაციებმა მიაღწიეს ოთხ წელში ან რვა წელში,“ მიმართა აშშ-ის პრეზიდენტმა დამსწრეებს.
აშშ-ის პრეზიდენტმა თავის სიტყვაში დიდი ადგილი დაუთმო დემოკრატი პრეზიდენტის, ს ადმინისტრაციის კრიტიკას.
უმრავლესობის ოვაციების ფონზე დარბაზში გაისმა კონგრესის წევრი დემოკრატების კრიტიკული შეძახილები. ზოგიერთს ხელში უჭირავს დაფები წარწერებით: „ტყუილია“.
ტრამპმა ყურადღება დაუთმო ტარიფების პოლიტიკას. მისი თქმით, მსოფლიოს ქვეყნები ბოროტად იყენებენ სავაჭრო ტარიფებს აშშ-ის წინააღმდეგ. „ახლა დადგა დრო, ჩვენ გამოვიყენოთ ტარიფები სხვების წინააღმდეგ“, თქვა მან და გამოაცხადა, რომ 2 აპრილიდან შეერთებული შტატები საპასუხო გადასახადებს დაუწესებს სხვა ქვეყნებს. ის ასევე დაიმუქრა, რომ ამერიკა არამონეტარულ მეთოდებსაც გამოიყენებს თავისი მიზნების მისაღწევად.
მიმდინარეობს ახალი ამბის განახლება.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ორბანი – ევროკავშირი გაყინულ რუსულ აქტივებთან დაკავშირებით წერილობით კენჭისყრას გამართავს, რომელიც კავშირს გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს – ევროკომისია სისტემატურად არღვევს კანონმდებლობას და ამას ომის გასაგრძელებლად აკეთებს

შალვა პაპუაშვილი – წამყვანი თანამდებობის პირები საათობით დროს ვატარებთ ჟურნალისტებთან და არ გავურბივართ კითხვებს, ეს არის ქართული დემოკრატიის სტანდარტი, რომელთანაც ახლოს ვერ მოდის ზოგიერთი ელჩის სტანდარტი – ფიშერის ფაილი ჩვენთვის დახურულია

შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირი იქცა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის, კონფლიქტის და არა მშვიდობის ტერიტორიად – სად ვიქნებოდით წნეხისთვის რომ არ გაგვეძლო? იქ, სადაც უკრაინაა, როდესაც აღარც მშვიდობა შეუძლიათ და აღარც ომი