ამერიკა აზერბაიჯანის წინააღმდეგ სანქციებით მანიპულირებს – ილჰამ ალიევი

აზერბაიჯანის წინააღმდეგ სანქციებს აწესებს და აჩერებს მაშინ, როცა მას ეს სჭირდება, – ეს განცხადება აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ქალაქ ჯებრაილის მოსახლეობასთან შეხვედრაზე გააკეთა. ალიევის გამოსვლა პრეზიდენტის საიტზე გამოქვეყნდა.
ილჰამ ალიევმა აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა აზერბაიჯანის წინააღმდეგ სანქციები ჯერ კიდევ 1992 წელს შემოიღო, მაგრამ 9 წლის შემდეგ შეაჩერა.
„რატომ? იმიტომ, რომ მათ დაიწყეს ავღანეთის ოკუპაცია და აზერბაიჯანი დასჭირდათ. ვიდრე ავღანეთში რჩებოდნენ, -ის პრეზიდენტი ყოველწლიურად აჩერებდა სანქციებს. როგორც კი ისინი მთელი მსოფლიოს თვალწინ იქიდან გაიქცნენ, ისევ დააწესეს სანქციები ჩვენს წინააღმდეგ“, – განაცხადა ალიევმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ამასთან, ვაშინგტონი აცხადებს, რომ ბაქოსთან მეგობრობა სურთ.
„რა მეგობრობაზე შეიძლება იყოს საუბარი?“ – განაცხადა ალიევმა.
აშშ-მა აზერბაიჯანის წინააღმდეგ ახალი სანქციების განხილვა 2023 წლის შემოდგომაზე დაიწყო, როცა ბაქომ მთიან ყარაბაღში ოპერაცია ჩაატარა, რომლის შედეგადაც არაღიარებულმა რესპუბლიკამ 2024 წლის 1 იანვარს არსებობა შეწყვიტა. კერძოდ, აზერბაიჯანის წინააღმდეგ სანქციების შემოღების თხოვნით აშშ-ის პრეზიდენტს წარმომადგენელთა პალატის ყოფილმა სპიკერმა ნენსი პელოსმა და კონგრესის 75-მა წევრმა მიმართეს.
2024 წლის აპრილში აშშ-ის წარმომადგენელმა პალატის წევრმა დინა ტიტუსმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ არცახში ბაქოს მოქმედებების და „პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ სასტიკი რეპრესიების გამო“ 44 აზერბაიჯანელი ჩინოვნიკის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი მოამზადა.

ასევე დაგაინტერესებთ

დიასპორასთან დაკავშირებით საარჩევნო რეგულაციებზე არგუმენტები არის ძალიან მყარი, არ შეიძლება, ამომრჩეველმა უცხო იურისდიქციის გავლენის ქვეშ მიიღოს საარჩევნო გადაწყვეტილება, ჩვენი გადაწყვეტილება დაცლილია ვიწრო სუბიექტური ინტერესებისგან, გვამოძრავებს სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვის ინტერესი

საქართველოში საზღვრებში როცა ტარდება არჩევნები, ფიზიკური ხელმისაწვდომობა საარჩევნო უბნებზე თანაბარია, არის უამრავი ქვეყანა, სადაც ცხოვრობენ ჩვენი დიასპორის წარმომადგენლები და არ მოქმედებს საელჩო, სწორედ იმისათვის, რომ თანასწორობა იყოს უზრუნველყოფილი, ამ კუთხითაც მნიშვნელოვანია ჩვენი გადაწყვეტილება

როგორ შეიძლება, რომელიღაც თანამდებობის პირის გამო ჩაშალო დიალოგი ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით, ჭირივით ეშინიათ დიალოგის, ეს არის საბჭოური მიდგომა, მოქმედებენ, როგორც საკავშირო ხელისუფლება