ამერიკაში მადლიერების დღესთან დაკავშირებული მოგზაურობა პანდემიამდელ მონაცემებს გადააჭარბებს

კოვიდ-19-ის პანდემიის შემდეგ ამერიკაში სადღესასწაულო მოგზაურობების რიცხვი წელს პანდემიამდელ მონაცემებს გადააჭარბებს კიდეც. ამ პროგნოზს “ამერიკის ავიახაზების ინდუსტრიული ჯგუფი” აკეთებს. თუმცა მგზავრების გეგმები შესაძლოა უამინდობამ შეაფერხოს და მგზავრთა რაოდენობაც შეამციროს.
ძლიერი ქარიშხლების სისტემა, რომელიც შეერთებული შტატების აღმოსავლეთ სანაპიროზე მოძრაობს, სავარაუდოდ, წლის ყველაზე დატვირთული მოგზაურობის პერიოდში შეფერხებებს გამოიწვევს. მოსალოდნელია, რომ მადლიერების დღესთან დაკავშირებით, ქვეყნის შოგნით, 55 მილიონზე მეტი ადამიანი იმოგზაურებს.
„ამერიკის საავტომობილო ასოციაციის“ წინასწარი მონაცემებით, ვარაუდობენ, რომ წელს, დღესასწაულთან დაკავშირებული მოგზაურობა, 2019 წლის შემდეგ, კოვიდ-19-ის პანდემიამდელი პერიოდის შემდეგ ყველაზე მაღალი იქნებოდა. თუმცა, ახლა მოსალოდნელია, რომ რთული მეტეოროლოგიური პირობები, ამ პროცესს შეაფერხებს.
„ამერიკის ავიახაზების ინდუსტრიული ჯგუფის“ პროგნოზით, 17 ნოემბრიდან 27 ნოემბრამდე, ამერიკული ავიახაზები დაახლოებით 29,9 მილიონ მგზავრს მოემსახურებიან. ეს იქნება ყველა დროის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, რომელიც 9%-ით გადააჭარბებს წინა წლის მონაცემებს. გასულ წელს, სადღესასწაულო პერიოდში, 27,5 მილიონმა მგზავრმა იფრინა. ეს მონაცემები – 1,7 მილიონი მგზავრით – ასევე აჭარბებს პრეპანდემიურ მონაცემებს.
შეერთებულ შტატებში მადლიერების დღეს წელს 23 ნოემბერს აღნიშნავენ. ამ დღეს, მილიონობით ამერიკული ოჯახი სადღესასწაულო სუფრასთან იკრიბება და მადლიერებას გამოხატავს მეგობრების, ახლობლების, ოჯახის და თანამემამულეების მიმართ. ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია ამერიკის შეერთებულ შტატებში. ბევრი ადამიანი სწორედ ამ დღის და უქმეების ოჯახის წევრებთან ერთად გასატარებლად მოგზაურობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)