ამერიკასაც და ევროკავშირსაც სჭირდებათ დეოლიგარქიზაცია – კობახიძე

პრემიერი ირაკლი “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში მორიგ ანტიდასავლურ განცხადებას აკეთებს.
“…პირდაპირ შეიძლება ითქვას ერთი რამ, რომ ამერიკასაც და ევროკავშირსაც სჭირდებათ დეოლიგარქიზაცია. ეს შეიძლება ძალიან ცალსახად ითქვას. არის ძალიან სამწუხარო პროცესები და იმედი გვაქვს, რომ ეს პროცესები სამომავლოდ სასიკეთოდ შეიცვლება” , – ამბობს კობახიძე