ამერიკამ და დიდმა ბრიტანეთმა АльфаСтрахование – რუსეთის უდიდესი სადაზღვო კომპანია დაასანქცირეს. მასთან ერთად დასანქცირდა სადაზღვო კომპანია Ингосстрах-იც.
საქმე ისაა, რომ აშშ-ს ხაზინამ გამოაცხადა ახალი სანქციები რუსეთის ენერგეტიკული სექტორის წინააღმდეგ, მათ შორის ისეთი მსხვილი ნავთობკორპორაციების მიმართ, როგორიცაა, Gazprom Neft (SIBN.MM), Surgutneftegaz (SNGS.MM).
სანქციებს ასევე შეუერთდა დიდი ბრიტანეთიც ამ ორი კომპანიის წინააღმდეგ.
სანქციები მიზნად ისახავს 180-ზე მეტ გემს და ათობით ნავთობის მოვაჭრეებს, ნავთობის საბადოების სერვისის პროვაიდერებს, სადაზღვევო კომპანიებსა და ენერგეტიკის ჩინოვნიკებს.
დასანქცირდა ორი რუსეთში დაფუძნებული საზღვაო დაზღვევის პროვაიდერიც: Ingosstrakh Insurance Company და Alfastrakhovanie Group, ორივეს აშშ-სთან ერთად სანქციები გაერთიანებულმა სამეფომაც დაუწესა.