ამერიკამ გასაგებად გვითხრა – თქვენ ეს კანონი არ გჭირდებათ, იმიტომ, რომ ჩემგან გამოგზავნილ ფულს მე თქვენ არ გაკონტროლებინებთო

ამერიკამ გასაგებად გვითხრა – თქვენ ეს კანონი არ გჭირდებათ, იმიტომ, რომ ჩემგან გამოგზავნილ ფულს მე თქვენ არ გაკონტროლებინებთო
„ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის ირგვლივ შექმნილ ვითარებას ეხმიანება და „საუკუნის კურიოზს“ უწოდებს იმ შეფასებებს, რასაც ადგილი აქვს უცხოელი პარტნიორების მხრიდან.
როგორც ჟურნალისტებს ჩიბურდანიძემ განუცხადა, უცხოელების მხრიდან გამაოგნებელი კომენტარები კეთდება როგორც ამერიკიდან, ასევე ევროპელი ლიდერების მხრიდან და კომენტარების შინაარსი ერთგვაროვანია – საქართველოს ეს კანონი არ ჭირდება, თუმცა მიზეზები და არგუმენტები, თუ რატომ არ ჭირდება, მათი მხრიდან არ სახელდება.
„მართლაც საუკუნის კურიოზია ის, რაც ამ დღეების განმავლობაში ხდება საქართველოში, როცა ისმის გამაოგნებელი კომენტარები უცხოელების მხრიდან. ამერიკამ გასაგებად გვითხრა – თქვენ ეს კანონი არ გჭირდებათ, იმიტომ, რომ ჩემგან გამოგზავნილ ფულს მე თქვენ არ გაკონტროლებინებთო, მე ფული შემომაქვს საქართველოში, იმიტომ რომ ჩემს პოლიტიკას მოვახმარო. რაც შეეხება ევროპელებს, ყველაზე ცუდ მდგომარეობაში არიან ის პრო-ამერიკელი ევროპელი ლიდერები, რომლებსაც შიგნით, თავიანთ ქვეყნებში და ხალხთან აქვთ პრობლემები. ვხედავთ, რომ ყველაზე მეტად დასუსტდა და უუფლებო გახდა, განსაკუთრებით ში ომის შემდეგ, სწორედ ევროპა.
პოლიტიკა კი, ევროკავშირის ყველა სახელმწიფოში დუღს და ყველამ საკუთარ თავზე განიცადა ის დიდი უბედურება, რასაც ჰქვია რუსეთთან დაპირისპირება, რადგან , ფაქტობრივად, მათი ბეღელი იყო. გამომდინარე აქედან, ეს ლიდერები გვეუბნებიან, რომ კანონი არ უნდა მივიღოთ, მაგრამ, რატომ არ უნდა მივიღოთ, ამას არ გვიხსნიან. ევროპელები გვეუბნებიან, რომ ჩვენი კანონი სხვაა და თქვენი სხვაო. რაღაცაში დავეთანხმები, იმიტომ, რომ მათი კანონი ბევრად უფრო მკაცრია, ვიდრე ჩვენი. ჩვენი კანონი არის ძალიან მსუბუქი, მხოლოდ ადმინისტრაციული ჯარიმით შემოიფარგლება. მათი კანონი კი, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას მოიცავს. ძალიან მაინტერესებს რას იტყვიან პარტნიორები ევროპარლამენტში დარეგისტრირებულ, ევროკომისიის მიერ მოწონებულ და სულ მალე განსახილველად და მოსმენებისთვის გამზადებულ პროექტზე,” – განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.
Previous: -ში, Black Lives Matter-ის მოძრაობის დროს, სამართალდამცველებმა 19 კაცი მოკლეს, ასობით დაასახიჩრეს და 14 000 დააკავეს, ჩვენ კი ადმინისტრაციული წესით დაკავებულ 11 პირზე გველაპარაკებიან აღშფოთებითა და შეშფოთებით

ასევე დაგაინტერესებთ

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს მოვუწოდებდი, როგორც აფასებს საქართველოს, ასეთივე შეფასებები გააკეთოს, როდესაც მიტინგები იმართება აშშ-ში, საფრანგეთში, გერმანიაში, სადაც გაცილებით მკაცრია პოლიციის ქმედებები

ბიძინა ივანიშვილის დიდი დამსახურებაა, რომ საქართველოს აქვს პირველი 11 წლიანი პერიოდი, როდესაც არის მშვიდობა და დაცულია უსაფრთხოება, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი განაგრძობს ოკუპაციას და რეგიონში არის უმძიმესი ომი უკრაინის წინააღმდეგ

აქტივისტები ვნებიანად, აჟიტირებულად ებრძვიან ე.წ. “რუსულ კანონს” და ვითომ “რუსულ რეჟიმს”, თუმცა საკუთარი თავის დასაცავად და პირად გამოწვევებთან გამკლავებაში ხშირად მორცხვი, დათრგუნული ჯუჯები არიან

ემოციების ამარა ქვეყნის მომავლის დატოვება და სახელმწიფო უსაფრთხოების მხოლოდ “პარტნიორმეგობრობაზე” მინდობა არასერიოზული და სახიფათოა. ასეთი ნდობისა და დამოკიდებულების შედეგი უკვე ვიხილეთ უკრაინაში