“ამდენი ორატორი, ამდენი განათლებული ადამიანი, მე, ყველაზე მაგარ ოცნებებში არ წარმომედგინა.გენაცვალეთ თქვენ! ბიჭებო და გოგოებო“- მიხეილ სააკაშვილი ახალგაზრდებს

“ამდენი ორატორი, ამდენი განათლებული ადამიანი, მე, ყველაზე მაგარ ოცნებებში არ წარმომედგინა.გენაცვალეთ თქვენ! ბიჭებო და გოგოებო“- ახალგაზრდებს
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ქართველი ახალგაზრდებით ამაყობს.

სააკაშვილის თქმით, როდესაც პარტიულ პლატფორმა შეიქმნება სახელად უნდა ერქვას ევროპა და არა, პარტიული პროგრამები. მისი თქმით „რუსულ რეჟიმს უნდა დავუპირისპიროთ ერთიანი პროდასავლური ძალისხმევა“.

“[ამბობენ] აი, ახალგაზრდები იტყვიან თავის სიტყვას – ჩვენ რატომ არ უნდა ვთქვათ, ჩვენი სიტყვა? – ჩვენ, იმ ხალხმა, ვისაც ამდენი გამოცდილება გვქონდა? ნუთუ ისე დაგვამდაბლა საბჭოთა კავშირში ცხოვრებამ, რომ ახლა, პრაქტიკულად დამბლადაცემულებმა უნდა ვუყუროთ საქართველოს განადგურებას?

რა თქმა უნდა, ყველა აქციაზე, სადაც ახალგაზრდობა დგას, უნდა იყოს ზუსტად ის, რაც მოხდა, როდესაც 300 000 ადამიანი გამოვიდა – ე.ი ყველა თაობის ადამიანები გამოვიდნენ. ჩვენ ხომ ყველა ერთნაირად ვფიქრობთ ახლა. ჩამოვაშოროთ ესენი ხელისუფლებას, დავაბრუნოთ საქართველო ევროპულ გზაზე, შევიმუშაოთ ტექნიკური მთავრობა, გარდამავალი, ერთწლიანი, ორწლიანი და მერე ვარჩიოთ ჩვენი პარტიული განსხვავებები. მანამდე, ყველამ გავითავისოთ ეს საფრთხე – გაქანებული მივექანებით სრულ კატასტროფამდე! გაქანებული მივექანებით საქართველოს მოსპობამდე, ჩვენი ქვეყნის ფიზიკურ განადგურებამდე – მისი ძალიან ბევრი მკვიდრის და მოქალაქის.

ჩვენ პარტიულ პლატფორმას, როცა იქნება, სახელად უნდა ერქვას ევროპა და არა, პარტიული პროგრამები. რუსულ რეჟიმს უნდა დავუპირისპიროთ ერთიანი პროდასავლური ძალისხმევა. ერთობა – “ძალა ერთობაშია“, ჩემი ხელით დავაწერე მაშინ საქართველოს გერბს. ისევე როგორც ავაფრიალეთ ხუთჯვრიანი დროშა. ისევე როგორც “ჩემი ხატია სამშობლო სახატე მთელი ქვეყანა“, ჩემი ხელით ჩავწერე საქართველოს ჰიმნის ტექსტში იმიტომ, რომ პროექტში ეს არ იყო. უფრო სწორად, ეს კი არა – “თავისუფლება დღეს ჩვენი, მომავალს უმღერს დიდებას, დიდება თავისუფლებას, თავისუფლებას დიდება“. სიტყვა „თავისუფლება“ ჩემი ხელთ ჩავწერე. თავისუფლება არის ჩვენი ეროვნული კოდი, ჩვენი არსი. როდესაც მე დავბრუნდი საქართველოში, სწორედ ამ განცდით დავბრუნდი. რამდენიმე მეგობარმა მითხრა, რომ ჩვენ ქვეყანას ვკარგავთ. მე მქონდა [მოსაზრება], რომ თუ სხვა აღარავინ იცავს ამ ქვეყანას, მე შევწირავ თავს და იქნებ, რაღაცამ მაინც გამოაღვიძოს.

ახლა, რაღაცა კი, არა ყველამ გამოიღვიძა! ყველა ადგა ფეხზე! ისე კარგად უყურებს ახალგაზრდობა, ისე მაგრად მსჯელობს, ამდენი ორატორი, ამდენი განათლებული ადამიანი, ამდენი წიგნიერი და ბრძოლისუნარიანი ერთდროულად, მე, ყველაზე მაგარ ოცნებებში არ წარმომედგინა. მართლა ყოჩაღ! გენაცვალეთ თქვენ! ბიჭებო და გოგოებო, მაგრამ ყველა დანარჩენებმა უნდა ავუბათ მხარი. ამიტომ, ჩვენი კავშირი თავისუფალ სამყაროსთან ვერანაირად ვერ იქნება გაწყვეტილი“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროკავშირში გაწევრიანება ინსტრუმენტადაა გამოყენებული, რათა ხელისუფლებაზე, რომელიც ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებს პრინციპულად იცავს და გარე დაკვეთებს ერთმნიშვნელოვნად არ ემორჩილება, გავლენა მოახდინონ

ჩვენ მეტი მორალური უფლება გვაქვს შევახსენოთ ამერიკას ადგილობრივი აბორიგენების გენოციდი, მონათმფლობელობის სამარცხვინო პერიოდი, ბირთვული იარაღის გამოყენება იაპონიაში, ფაშისტური ორგანიზაცია წარსულში და ახლა BLM და ANTIFA