ამბროლაურის მუნიციპალიტეტში თოვლწმენდის სამუშაოები დილიდან ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს – სამუშაოები აქტიურად გაგრძელდება და ყველა სოფელს და პრობლემურ მონაკვეთს მოიცავს

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში თოვლწმენდის სამუშაოები დილიდან ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს – სამუშაოები აქტიურად გაგრძელდება და ყველა სოფელს და პრობლემურ მონაკვეთს მოიცავს
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში თოვლწმენდის სამუშაოები დილიდან ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, – წერს ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მუნიციპალიტეტების დელეგატი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გოჩა ენუქიძე, სოციალურ ქსელში.
ენუქიძის ინფორმაციით, მუშაობა მიმდინარეობს ელექტროენერგიის მიწოდების აღსადგენად, ასევე, აქტიურად გრძელდება თოვლწმენდის სამუშაოები, რომელიც ყველა სოფელსა და პრობლემურ უბანს მოიცავს.
“ამბროლაურის მუნიციპალიტეტში თოვლწმენდის სამუშაოები დილიდან ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. იწმინდება ქალაქის ცენტრალური ქუჩები, ტროტუარები, სამედიცინო პუნქტებამდე მისასვლელი გზები და ჩიხები, ასევე, ტექნიკა მუშაობს სოფლების მიმართულებით.
ელექტროენერგია ამ დროისთვის არ მიეწოდება 16 სოფელს, ენერგო პრო ჯორჯიას ჯგუფები უკვე გავიდნენ დაზიანებულ ლოკაციებზე და მუშაობენ, რათა დროულად აღდგეს ელექტროენერგიის მიწოდება. ადგილზე იმყოფებიან რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე, მოადგილე დავით გოგლიძე და საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძე.
შექმნილი უამინდობის გამო, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სკოლებსა და ბაღებში სასწავლო პროცესი 26-27 თებერვალს შეჩერებულია. დღის მანძილზე აქტიურად გაგრძელდება თოვლწმენდის სამუშაოები და ეტაპობრივად, ყველა სოფელს და პრობლემურ მონაკვეთს მოიცავს.” – წერს გოჩა ენუქიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენი მიზანია, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გავაუმჯობესოთ, ოპოზიციისგან საბოტაჟი არასდროს გვიკვირდა და ამ შემთხვევაშიც ერთგვარი საბოტაჟის მცდელობაც არ არის გასაკვირი

გურამ მაჭარაშვილი: სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს და დარწმუნებული ვარ, რომ არათუ თუ ჰელსინკის კომისია, ვერცერთი კომისია ვერაფერს დააკლებს საქართველოს, თუ ჩვენ ვიდგებით სწორ პოზიციაზე

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს