“ამბროლაურის მერიამ უარი მითხრა ცხენოსნობაში, “რაჭის დიდი პრიზის” გათამაშებაში თანასპონსორობაზე” – თენგიზ გოგორელიანი

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიამ უარი მითხრა 28 ივლისს სოფ, ნიკორწმინდაში ცხენოსნობაში, “რაჭის დიდი პრიზის” გათამაშებაში თანასპონსორობაზე, მხოლოდ 5000 ლარი მოვთხოვე, ვუთხარი, ერთ მაგდენს მე ვითქო, მიხვდებით ყველა, რატომაც მითხრეს უარი, თუმცა მე კი არა იმ 3000 მაყურებელს უთხრეს უარი, ვისაც სურვილი აქვს უყუროს ამ ულამაზეს სანახაობას, არაფერია უწინ მაგათი დახმარების გარეშე არ ვატარებდი ტურნირებს? პ.ს მერიის უარმა, ძველი სადღაც გაგონილი, თუ წაკითხული ამბავი გამახსენა მდიდარი ოჯახისა და სანათესაოს წევრი, სხვა უპატიოსნო, მხოლოდ საკუთარი კლანის ინტერესების დამცველი მდიდრის კარებთან დაჯდა მათხოვრად, დაინახეს მისი საქციელი სხვებმა და უთხრეს მის მშობლებს და ნათესავებს, რომლებმაც დაიბარეს ,,მათხოვარი,, ნათესავი და უსაყვედურეს, რატომ ემათხოვრები იმ ცუდ კაცს, ხომ იცი არაფრის მომცემია, თუ ფული გჭირდება, გვითხარი და ჩვენ მოგცემთ, ,,მათხოვარმა,, უთხრა, ,, ვიცი, რა ძუნწის კარებზეც ვმათხოვრობდი, მაგრამ, სარგებელის მიღების მიზნით კი არა, მისთვის ვემათხოვრებოდი, რომ არამისი კლანის წევრის დახმარებით, მადლი ექნა და ღირსება თავად მასვე შემატებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ