„ამბასადორი აილენდ ბათუმსა” და ბრიტანულ კომპანია ARUP-ს შორის ხელი მოეწერა თანამშრომლობას ბათუმის ორ ხელოვნურ ნახევარკუნძულსა და ერთ კუნძულზე აშენებული შენობების მოცულობის, ფასადის დიზაინის, სტილისა და ურბანული დაგეგმარების არქიტექტურის კონცეფციის შემუშავებისთვის. ინვესტორების მიერ საპროექტო ტერიტორიაზე შენობების დაგეგმარება და მშენებლობა განხორციელდება წინასწარ შემუშავებული სტილისტიკისა და სახელმძღვანელო ნორმების დაცვით. ეს სტრატეგიული პარტნიორობა უზრუნველყოფს პროექტის განვითარების თანმიმდევრულ და მდგრად არქიტექტურულ ხედვას და ბუნებრივ შერწყმას ბათუმის კულტურულ ლანდშაფტთან. თანამშრომლობა მიზნად ისახავს საინვესტიციო უსაფრთხოების ზრდას პროექტების გამორჩეული ხარისხით. ამგვარი ყოვლისმომცველი მიდგომა საშუალებას იძლევა, გათვალისწინებულ იქნას მსოფლიოში არსებული ტექნოლოგიური სიახლეები, რაც მნიშვნელოვნად დააჩქარებს ცალკეულ საინვესტიციო ფართობზე მშენებლობის ნებართვის მიღების პროცესს და პროექტის რეალიზაციას.
