“ამაყად, თავდაჯერებულად, უბრალოდ… თბილისურად!” – ხოფერია

ყოფილი პარლამენტარი, ხათუნა ხოფერია:
როგორი ღირსეული, თავშეკავებული და ჭირთამთმენია ჩვენი თბილისი…
უყურებ მის ერთიანობას, სწორ პოზიციას, კრიტიკულ მომენტში მობილიზების უნარს და რწმუნდები, რომ მართლაც არსებობს ერთიანი გონი, რომელიც, რაღაც ფარული ძაფებით, ყოველგვარი მესიჯბოქსებისა და შეთანხმებების გარეშე, დგამს ერთად- ერთ სწორ ნაბიჯს! იღებს ერთად- ერთ სამართლიან გადაწყვეტილებას!
რა ამბავი ატეხეს, სოფელი ჩამოიყვანესო, მარშიტკებიო, სუნიანებიო,.. ძალით მოყვანილი ხალხი უკრავდა ტაშს ივანიშვილსო. კარტოფილით და ფულით მოსყიდულები, შეშინებით ჩამორეკეს რაიონებუდან რუსთაველზე ტაშის დასაკრავადო…
არც არაფერი გაუპროტესტებია, არც უფეთქია და არც უყვირია თბილისს… თბილისი, უბრალოდ, დაფიქრდა!
აი, დღეს კი, დაირაზმა, გალამაზდა, ერთად დადგა ქართველი ერის და ბერის ღირსების სადარაჯოზე! ისე,.. ამაყად, თავდაჯერებულად, უბრალოდ… თბილისურად!
დიახ, თბილისური სიყვარულით ეახლა სამების ტაძარს, მიიღო პატრიარქის დალოცვა და ყველას დაანახა, ერთიანი გონითა და გულით მიღებული გადაწყვეტილება-
ის, თბილისი, ირჩევს მშვიდობიან, ტრადიციულ, მართლმადიდებლურ, სუვერენულ, თავისუფალ ქართულ სახელმწიფოს! ქართულ, მოუსყიდავ, მებრძოლ მთავრობასა და მხედრობას!
მამულს, ენას, სარწმუნოებას! P.S.
ყოველგვარი ლამაზი სიტყვებისა და სენტიმენტების გარეშე ვიტყვი, – ეკლესიამ დღეს ისე, ოჯახის სიწმინდისთვის და ჩვენი ტრადიციული ღირებულებებისთვის პატივის მისაგებლად დაუძახა მრევლს! ერი მიუხვდა და ასობით ათასიანი მსვლელობით, მხარდაჭერის დემონსტრირება მოახდინა!
აი, მართლა დასახმარებლად თუ შემოკრა ზარები და გვიხმო განგაშით, ხომ წარმოგიდგენიათ, რანაირი, რამდენი და როგორი სიმძლავრის გახდება ეს ერთიანი ქართული გონის გადაწყვეტილება!
მაინც გაითვალისწინონ მტრადქცეულებმა!
საოცარი, ნაღდი, ხალასი იყო ქუთათურების ერთობა!
მცხეთელების დინჯი ლოცვა!
კახელების, ქართლელების, მეგრელების…
მთლიანი, ერთიანი, ღირსეული, ამაყი საქართველოს,ქართული ოჯახის სიწმინდის ლოცვაში განსხეულებული სიყვარული!
გენაცვალეთ!♥️♥️♥️♥️♥️