“ამას ძალიან ვნანობ” – მაიკ ტაისონი

ლეგენდარულმა მოკრივე, მაიკ ტაისონი, რამდენიმე კვირის წინ ჯეიკ პოლთან გამართულ ბრძოლაში მონაწილეობის მიღებას ნანობს, ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“ვნანობ, რომ ეს გავაკეთე. დილით როგორც კი გავიღვიძე, მეუღლეს ვკითხე თუ რატომ დავთანხმდი ამ ბრძოლას. უკვე 58 წლის ვარ და ასეთი გადაწყვეტილებები მეტი სიფრთხილით უნდა მივიღო”, – განაცხადა ტაისონმა.
აღსანიშნავია, რომ ტაისონმა ოფიციალური ბრძოლა 2005 წლის შემდეგ პირველად გამართა, არაოფიციალურ შეხვედრაში კი ბოლოს “რკინის მაიკი” რინგზე 2020 წელს ვიხილეთ.
ჯეიკ პოლის ანგარიშზე ჯამში 10 გამარჯვება და 1 მარცხია.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში