,, ამას მხოლოდ “ღორის ტილი” იკადრებს… ბანძი!”- ბაკურ ბაკურაძე სოფო გელოვანზე

11 თე­ბერ­ვალს, თბი­ლი­სის დიდ სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ­ში, ლი­ლი­კო ნემ­სა­ძის სა­ი­უ­ბი­ლეო კონ­ცერ­ტი, “ჩუ­მად ნათ­ქვა­მი“ გა­ი­მარ­თა. ღო­ნის­ძი­ე­ბა კომ­პო­ზი­ტო­რის 30-წლი­ან შე­მოქ­მე­დე­ბას მი­ე­ძღვნა და მისი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ჰი­ტე­ბი შეს­რულ­და.
პრო­ექ­ტის მხარ­დამ­ჭე­რი გახ­ლდათ სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტრო და თბი­ლი­სის მე­რია. ღო­ნის­ძი­ე­ბას ეს­წრე­ბო­და თი­ნა­თინ რუ­ხა­ძეც..
მო­ნა­წი­ლე­ებს შო­რის იყო მომ­ღე­რა­ლი სოფო გე­ლო­ვა­ნი, რო­მელ­საც 15 წლის ასაკ­ში ლი­ლი­კო ნემ­სა­ძემ “ხო­რუ­მი“ და­უ­წე­რა და ამ სიმ­ღე­რა­ზე კლი­პიც გა­და­ი­ღო.
ამ­ჯე­რად ფი­ლარ­მო­ნი­ის სცე­ნი­დან სოფო გე­ლო­ვან­მა სიმ­ღე­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა:
,,ამ სიმ­ღე­რის შემ­დეგ, თუ არ ვთქვი ჩემი სათ­ქმე­ლი, მა­შინ არც ჩემი სიმ­ღე­რა იქ­ნე­ბა გულ­წრფე­ლი და არც ჩემი ხმა მარ­თა­ლი. ამ წუ­თას, ამ სცე­ნი­დან მინ­და სო­ლი­და­რო­ბა გა­მო­ვუ­ცხა­დო ყვე­ლა იმ პა­ტი­მარს, ვი­საც უსა­მარ­თლოდ არ­თმე­ვენ ხვა­ლინ­დელ დღეს” – გა­ნა­ცხა­და მომ­ღე­რალ­მა (ამბები.ჯი)
ამ ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა პროდიუსერი ბაკურ ბაკურაძე:
,,სხვის იუბილეზე, სხვის ორგანიზებულ და მოწყობილ საღამოზე, სხვისი მაყურებლისა და თაყვანისმცემლის წინაშე მიწვეული სტუმარი მოიქცე ისე, როგორც საკუთარ საღამოზე არის უკიდურესი უკულტურობის, უზრდელობის და სამარცხვინო ქცევის მაგალითი. ამას მხოლოდ “ღორის ტილი” იკადრებს.
ხოლო, ეს ყველაფერი გააკეთო არა ემოციის გამო სპონტანურად, არამედ დაგეგმო წინასწარ თავისი ტაშისმკველების მიყვანით და ვიდეო გადაღებით, არის გარეწრობა. ზუსტად ისეთი მოყვარე რომ გგონია და თურმე მტერს შეუშვებ ადამიანი სახლში.
ყველა არ იმსახურებს არც სცენაზე დგომას და არც ხელოვანის სახელს.
ვინც იცით რაზეც ვსაუბრობ და მის ქცევას ეთანხმებით და მხარს უჭერთ გამეხარდება თუ კომენტარებში გამოჩნდებით. მაინც მინდა ვიცოდე ვინ და რამდენი ბოგანო შემორჩით ჩემს სანაცნობო წრეს.
გმადლობთ ყურადღებისათვის!
ლილიკო ნემსაძე, გილოცავ ჩემო ოქრო შესანიშნავ საღამოს, წარმატებას და ბედნიერებას გისურვებ.
ძალიან გული დამწყდა რომ ვერ ვიყავი შენს გვერდით, თუმცა მალე შევხვდებით “ავტოგრაფის” გადაღებებზე.
P.S. ბანძი!
, მერაბ სეფაშვილი
თქვენ ხართ ნამდვილი პროფესიონალები და ამას ჩემი შეფასება არ სჭირდება, თუმცა ამ შემთხვევაში, აღნიშვნა და დიდი პატივისცემის გამოხატვა თქვენდამი აუცილებლად ჩავთვალე”