“ამას არ ჰყვება საჯაროდ…” – რას წერს ჯაფარიძე გელა ხასაიაზე

პოლიტიკოსი, ზურაბ ჯაფარიძე:
Gela Khasaia გალიდანაა გამოქცეული, ვეღარ აიტანა რუსული წნეხი
ერთხელ უნდა მოუსმინოთ მის ისტორიას აფხაზეთით სუნთქავს, აფხაზეთით ცხოვრობს აფხაზური ამბები • Аҧсуа ажәабжьқәa გააკეთა თავისით და მართავს იგივე სახელწოდების გადაცემა მიჰყავს გირჩი ტვ-ზე არაფორმალური ‘საქველმოქმედო ინდივიდუალური პირია', არც კი ვიცი რამდენი ვინმესთვის აგროვებს ფულს და ეხმარება რითიც შეუძლია არ ტოვებს არცერთ პროტესტს, ვისი უფლებების დაცვასაც არ უნდა ეხებოდეს საქმე ამას არ ჰყვება საჯაროდ, მაგრამ ხშირად როცა აქ ანტირუსულ პროტესტში იღებს მონაწილეობას, მეორე დღეს გალში მის ოჯახს ადგება ‘აფხაზური პოლიცია' და მეგობრულად ურჩევს რომ გელა გაჩერდეს და შეეშვას აქ ყვირილს (იშვიათი კოორდინაცია აქვთ აქაურ და იქაურ რუსებს) წინა ჯერზე გაასამართლეს 5-ჯერ მასზე დიდი ზომის სპეცრაზმელზე თავდასხმისთვის გუშინწინ ღამით დაიჭირეს, როდესაც დაგვარბიეს პარლამენტის უკან 30 წუთის წინ გამოვიდა სასამართლოდან (48 საათიანი ვადა ამოიწურა) ნაცემია. დალურჯებული აქვს მთელი ტანი. ჩატეხილი აქვს კბილი. თავის მოძრაობა უჭირს. აქ ჩანს როგორ ურტყამენ პირუტყვები: https://www.facebook.com/watch/?mibextid=WC7FNe&v=803024781734460&rdid=09O6xEIi1Age7zq5 აუცილებლად ყველას გიპოვით და დაგსჯით
ისე ამ ქვეყნისგან არაფერი გამოვა

ასევე დაგაინტერესებთ