“ამაზე მძიმე რეზოლუცია წარმოუდგენელია… ახლა დარჩა ორი რამ…” – ნიკა გვარამია –

ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციას, რომელიც არ ცნობს ოცნების მთავრობის ლეგიტიმურობას და ახალ არჩევნებს და ივანიშვილის მოკავშირეების დასანქცირებას ითხოვს, ძალიან მნიშვნელოვანს და უკიდურესად მძიმეს უწოდებს “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი . მისი შეფასებით, საყოველთაო პროტესტმა, ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის და მედიის ერთიანმა მუშაობამ შედეგი გამოიღო.
“ინტერპარტიული ჯგუფის მიერ შესწორებები ყველა გავიდა, გარდა იმისა რასაც სპეკულირებს “იმედი”, რომ თითქოს ინიციატივა იყო პრო-„სამთავრობო“. ამაზე მძიმე რეზოლუცია წარმოუდგენელია. ახლა დარჩა ორი რამ: აღსრულება ბრიუსელში და პროტესტის გაძლიერება და გაფართოება საქართველოში. დარწმუნებული ვარ რომ ასეც იქნება. მნიშვნელოვანია ეკონომიკური სანქციები, განსაკუთრებით დიდი ბრიტანეთის და -ის მხრიდან. ევროპაში უკვე არის საუბარი იმაზე, რომ თუ ერთიანი სანქცია ვერ იქნა ევროკავშირის მხრიდან, მოგეხსენებათ უნგრეთის და ს პრობლემა, იქნება ცალკეული ქვეყნების სანქციები. შეგახსენებთ, რომ ივანიშვილს ქონება აქვს საფრანგეთშიც, რომლის მოქალაქესაც ის წარმოადგენს საქართველოსთან ერთად. ასე რომ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, ძალიან მნიშვნელოვანი ერთსულოვნებაა. ვფიქრობ ამაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ქართველი ხალხის ნებამ და რუსთაველზე გამართულმა პროტესტებმა და ბევრი ვიმუშავეთ ჩვენ ოპოზიციონერებმაც, ვინც აქ ვიყავით და კოლეგებმაც თბილისიდან, ყველა თავის პარტიულ ჯგუფს ეკონტაქტა და მივიღეთ ის შედეგი რაც მივიღეთ. ერთიანობით ჩვენ შეგვიძლია ყველაფერი, ხალხის, პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობოების და არ გამომრჩეს მედიის როლი, რომელიც მათ შორის ევროპარლამენტშია აღიარებული. ერთად შევძელით. ეს მოხდა ევროპარლამენტში, ევროსაბჭოშიც და რაც მთავარია მოხდება საქართველოში,” – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია – ეკატერინბურგში აზერბაიჯანული დიასპორის ლიდერი, შაჰინ შიხლინსკი დააკავეს, მას მანქანის ფანჯარა ჩაუმტვრიეს, გადმოათრიეს და ხელბორკილი დაადეს – რუსმა ძალოვანებმა დააკავეს ბიზნესმენი იუსუფ ხალილოვიც

გიორგი ბუტიკაშვილი – გახარია თუ გერმანიიდან აპირებს პარტიის მართვას და არჩევნებში შესვლას, არ ვიცი, მაგრამ ვფიქრობ,“ლელოც” მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას, კარგად იციან და კვლევებიდანაც დაინახავდნენ, რომ შანსი არ აქვთ არც თბილისში და არც არსად